დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
ამის შესახენ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ამის შესახებ თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინსტრმა გააკეთა განცხადება.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა და კორონავირუსზე ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, – დაწერა ბორის ჯონსონმა.