აფხაზეთის მოსახლეობა ფეისბუკზე აზიარებს ვიდეოს, რომელიც ფსოუს გამშვებ პუნქტთან ლაივკამერით არის გადაღებული. ვიდეოკადრებში ჩანს ავტომანქანების რიგი, რომლებიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შედიან.
სოხუმის მცხოვრები „ლაივპრესს“ უყვება, რომ ბოლო დღეებში რუსეთიდან მოქალაქეთა შემოსვლა გაიზარდა, ხოლო პირიქით არავის უშვებენ.
“ეჭვი გვაქვს, რომ ისინი რუსეთიდან კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო წამოვიდნენ. რუსეთის მოქლაქეების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა ხალხში შიშსა და უკმაყოფილებას იწვევს. უნდა დაიხუროს ფსოუს გამშვები პუნქტი. ძალიან გვეშინია, შიშს ამყრებს ის, რომ აფხაზეთი არ არის მზად ინფიცირებულების მისაღებად“, – ამბობს სოხუმის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სრურს.