LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პირდაპირ ეთერში ძალადობენ პოლიციელებზე და ამ ადამიანებს არ იჭერ სისხლის სამართლის წესით, ორმაგი სტანდარტია – აქციაზე დაკავებულების ადვოკატები

დაპოსტა 2026/11/27-ში
0
ნახვა
გაზიარება

ბათუმში მომხდარ დაპირსპირებაში მონაწილე თურქი ქომაგების იზოლატორებიდან გაშვებას უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტად მიიჩნევენ.

ისინი პარალელს აკეთებენ თბილისში მომხდარი მოვლენების დროს დაკავებულებზე და ამბობენ, რომ რეაგირება განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც საქმე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, ან ოპოზიციურად მიჩნეულ პირებს ეხება.

თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, როდესაც ადამიანები, პირდაპირ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცავებს, შემდეგ კი მათ ათავისუფლებენ, სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი.

„გუშინ რაც ბათუმის ქუჩებში ვნახეთ, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. სახელმწიფოს მიდგომა თითქოს იყო, რომ ნებისმიერი შეხებაც კი სამართალდამცავზე არის დარღვევა და ჩვენ მათი ღირსება და ინტერესები უნდა დავიცვათ. თუმცა, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ წლების მანძილზე ადამიანები არიან ციხეში, მაშინ როდესაც ვერც ერთი გარემოებით ვერ ადასტურებ მათ უკანონო მოქმედებას კონკრეტული სამართალდამცავების მისამართით და ამის პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ვხედავთ პირდაპირ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცავებს, ვხედავთ დაზიანებულს და დასისხლიანებულ სპეცრაზმელებს. და ასეთ დროს ეს ადამიანები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

კიდევ ერთი უფლებდამცველი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ძალადობის ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დაუშვებელია მოძალადეების დაუკავებლობა იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეებს მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებენ.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ ის აღვირახსნილი ძალადობა, რასაც თურქეთის მოქალაქეები ჩადიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ძალადობდნენ სტადიონზე მყოფ ადამიანებზე, ასევე ანადგურებდნენ სხვადასხვა ინვენტარს და ეს პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეუძლებელია ერთი მხრივ, არ იჭერდე იმ მოძალადეებს, რასაც ჩვენ გუშინ ყველანი ერთად ვნახულობდით და მეორეს მხრივ, აკავებდეს საქართველოს მოქალაქეებს, იჭერდეს საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფალ ადამიანებს, მტკიცებულებების გარეშე და პირდაპირ ეთერში, როდესაც ძალადობენ პოლიციელებზე, აი, ამ ადამიანებს არ იჭერდე, სისხლის სამართლის წესით, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლი უფრო მარტივად გამოსდით მაშინ, როცა საქმე ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პირებს ეხებათ, – ამბობს ჩელე ყურუა და მიიჩნევს, რომ  ბათუმის შემთხვევაში მათი მოქმედება ნაკლებად მკაცრი იყო.

„ზოგადად უჭირს ქართველ სამართალდამცავს სიტუაციის კონტროლი და უფრო კარგად აყავთ ხოლმე კონტროლზე სიტუაცია, მაშინ როცა სავარაუდო დამნაშავეები და სამართალდამრღვევები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და არიან ოპოზიციისკენ, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მგონია, რომ ცოტა უფრო მოდუნებულები იყვნენ და გვაჩვენეს სურათი, რომლის ნახვაც არცერთ ქართველს არ უნდოდა“,- ამბობს ყურუა. 

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქსკ ლანჩხუთი: ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) კლუბსა და მოთამაშეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, სფფ სადისციპლინო კომიტეტისგან მოითხოვს პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას...

დაწვრილებითDetails

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე – თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. ადვოკატ ანა თავხელიძის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

„ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად – ზურაბ პატარიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

„შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს,...

დაწვრილებითDetails

“ვთქვათ დაგვასანქცირეს …რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”?” – კახა კალაძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ დედაქალაქის...

დაწვრილებითDetails

“რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ალოგიკურია ” – თენგიზ შარმანაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ალოგიკურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ღვინის უსაფუძვლო დასანქცირების ფონზე უნივერსიტეტების მეგობრობაზე საუბარი...

დაწვრილებითDetails

დღესაც ჩამესმის ადამიანების კივილი, ბავშვების ტირილი – რა მოხდა ქუთაისი–ბერლინის რეისზე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

დღესაც ჩამესმის ადამიანების კივილი, ბავშვების ტირილი. თვალწინ მიდგას მგზავრების სახეები, რომლებიც გონებას კარგავდნენ და ისევ ფხიზლდებოდნენ, - 24 ნოემბრის Wizz Air (W67909) ქუთაისი–ბერლინის რეისის მგზავრი მომხდარს იხსენებს და აღნიშნავს, რომ არსებულ...

დაწვრილებითDetails

“იკვეთება გავლენიანი პირების დაკავება” – გოგა მანია წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს. „26 ნოემბერი, 2026, ახალი წინასწარმეტყველება. მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.  1. თბილისი - დიდუბე - ყურადღება დიდუბისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიას. ხილვაში...

დაწვრილებითDetails

პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს. პედიატრი პრეპარატ „ანალგინზე“ საუბრობს და დასძენს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პრეპარატი. მისი თქმით, ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს აგრანულოციტოზი,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა რეგიონში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».