30 ნოემბერს, 16:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ჭიღვარიას ანგარიშის წარდგენა. – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
“საზოგადოებას წარედგინება 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის ანგარიში. საკრებულოს თავმჯდომარე ისაუბრებს საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, განხორციელებულ საქმიანობასა და იმ პროექტებზე, რომლებსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დასვან კითხვები, პასუხები კი უშუალოდ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრებისგან მიიღოს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










