LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” თურქეთის ტონმა აღმაშფოთა” – ვალერი ჩეჩელაშვილი

დაპოსტა 2026/11/27-ში
0
ნახვა
გაზიარება

ბათუმის სტადიონზე მომხდარს ძალიან კარგად ორკესტრირებული და მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მხრიდან და ამაში დავინახე ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურქები, უკვე აღარ ექცევიან საქართველოს ისეთი პატივისცემით, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით – ტონმა აღმაშფოთა. ასეთი ტონით ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთანაც არის ჩამოყალიბებული კარგი ხარისხის სისტემური ურთიერთობები, არ ესაუბრებიან, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რაც გამოეხმაურა ბათუმში, სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს მატჩი იყო რისკების შემცვლელი, ამიტომ ვითარების კონტროლი უნდა მომხდარიყო უფრო კარგად.

„ვფიქრობ, რომ შეცდომა არ იყო, რომ ჩვენ დავუშვით ამ შეხვედრის ჩატარება ჩვენთან. შეცდომა იყო ის, რომ რისკები ვერ გავთვალეთ და შესაბამისი პრევენციული ზომები ვერ მივიღეთ. ასეთი წინააღმდეგობრივი მატჩების ჩატარება როგორც შენი სიმტკიცის, ავტორიტეტის გაძლიერების კომპონენტად შეიძლება აქციო, ასევე შეიძლება მოხდეს პირიქით ის, რაც მოხდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს მატჩი იყო რისკების შემცვლელი, ამიტომ ვითარების კონტროლი, შესაბამისი სექტორების, უნდა მომხდარიყო უფრო კარგად. უნდა ყოფილიყო გულშემატკივრების მკაცრი გაფრთხილება და მათი შესაბამისი კონტროლი. თუ ამის გაკეთება იყო შეუძლებელი, მაშინ ეს რისკებიც უნდა გაეთვალათ და ამ მატჩის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. [მომხდარს] ძალიან კარგად ორკესტრირებული და მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მხრიდან და ამაში დავინახე ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურქები, უკვე აღარ ექცევიან საქართველოს ისეთი პატივისცემით, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით. ზედმეტად გამკაცრებული მომეჩვენა და ყველა მხრიდან წამოსული გზავნილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჯეროვნად, საერთაშორისო ურთიერთობების, მათ შორის რეგიონულ ჭრილში აღარ გვაფასებენ.

კარგია, რომ მინისტრები საუბრობენ, მაგრამ მე აღმაშფოთა არა იმან, რომ თურქებმა გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, ტონმა აღმაშფოთა. ასეთი ტონით ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთანაც არის ჩამოყალიბებული კარგი ხარისხის სისტემური ურთიერთობები, არ ესაუბრებიან. ჩვენც გვაქვს შესაბამისი პრობლემები თურქეთის მიმართ. რამდენიმე ხნის წინ თურქეთის პარლამენტში ჩამოყალიბდა აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი, რამაც პრაქტიკულად რეაქციის გარეშე ჩაიარა. არადა ეს სერიოზული, მტკივნეული საკითხია. რეაქციის გარეშე არ უნდა დავტოვოთ ასეთი გადაწყვეტილებები. ასეთი საკითხების ჩვენი მხრიდან იგნორირება იწვევს შეგრძნებას ჩვენს პარტნიორებში, რომ ჩვენ სუსტი მხარე ვართ და აქედან გამომდინარე მკაცრდება ტონი ჩვენ მიმართ.

ჩვენ სისტემური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები გვაკავშირებს თურქებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად და სისტემურად არ უნდა ვიმუშაოთ თურქებთან და ყველა მეზობელთან, რომ ჩვენი ავტორიტეტი და სიტყვა იყოს უფრო წონიანი საერთაშორისო ურთიერთობებში. სხვათა შორის, მარტო თურქეთს ეს არ ეხება, გავიხსენოთ აზერბაიჯანში გიორგობას მომხდარი უსიამოვნო ფაქტი, როცა ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში არ შეუშვეს ადგილობრივი მლოცველები. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.

ჩვენი ავტორიტეტი, რეპუტაცია და წონა რეგიონულ ურთიერთობებში იყო მნიშვნელოვანწილად იმითაც გამყარებული, რომ ჩვენ ყოველთვის ვითვლებოდით ევროკავშირისა და აშშ-ის სანდო, დასაყრდენ პარტნიორად რეგიონში. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ეს სერიოზული დასაყრდენი გამოგვეცალა. ცოტა აგდებული ტონიც… სულაც არ მსიამოვნებს, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ამისთანა პატარა ნაპრალებიდან ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტა და პრევენცია არის დიპლომატიის საქმე. შენ ამას უნდა ხედავდე, ვიდრე პრობლემა წარმოიქმნება და პრევენციული ზომებით არ უნდა მისცე საშუალება ამ პრობლემებს განვითარების“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, მან გადაცემაში სტუმრობისას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ამ კონტექსტში მინსკში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ადგილი ნამდვილად არ იყო სწორად შერჩეული. რაც შეეხება დროს ადრე თუ გვიან ეს მოლაპარაკებები უნდა გამართული, საუბრობენ მტერთანაც, თუნდაც არ გქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები. პრობლემები არის მოსაგვარებელი და ნებისმიერი კონფლიქტი და ომი მთავრდება მოლაპარაკებებითა და მშვიდობის ზავით. მეორე მხრივ, მივესალმები იმას, რომ გიორგი ზურაბაშვილი გარკვეულწილად გამოფხიზლდა ამ მოლაპარაკებების შედეგად და უფრო რეალისტურად აფასებს ამ ფორმატის მნიშვნელობას. იმედი მინდა მქონდეს, რომ უფრო წიგნიერად ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია შემდეგი რაუნდების ჩატარების მოლოდინში.

სულაც არ გამიკვირდა, რომ ისეთ გამოცდილ დიპლომატთან, როგორიც არის მიხაილ გალუიზინი, გაუჭირდა ბატონ გიორგის მოლაპარაკების ჩატარება. საინტერესოა, რომ ეს ორი მომლაპარაკებელი გარეგნულადაც წააგავს ერთმანეთს. ის, რომ უკმაყოფილოა ჩვენი მხარე, სხვა კუთხითაც შევაფასებდი. ხომ არ არის გარკვეული ტაქტიკური შეფასება და საზოგადოებაში თავის მოჩვენება, რომ შემდეგ რაუნდზე შედარებით უმნიშვნელო საკითხი იყოს მოგვარებული, ვგულისხმობ ღვინის კომპანიების სანქცირების საკითხს, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დათმობის საფასურად. მაგალითად იმას, რომ ჩატარდება შემდეგი რაუნდი ან მოსკოვში, ან თბილისში, რაც მიმაჩნია უხეშ დიპლომატიურ შეცდომად, ამაზე ფიქრიც კი. ეს იქნება უფრო მეტად პროტოკოლურ- ოფიციალური ხასიათის მიცემა ამ შეხვედრისთვის, რომელიც არის დაუშვებელი ამ ვითარებაში. როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს მოლოდინი გვქონდეს რუსეთის მხრიდან დათმობებზე, გალუზინის პოზიცია არის თვალთმაქცური. რუსეთის ბაზარზე რომ დაიშვას რამდენიმე ჩვენი კომპანია და ამის საფასურად რუსული დროშის აფრიალება თბილისში, საზოგადოებაში ბუნებრივ პროტესტს გამოიწვევს და აქ სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება მთავრობა“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს” – შსს განცხადება

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მოქალაქეების მიერ უმწეო მდგომარეობაში ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს. ქალაქ რუსთავში ნაპოვნი ბუ და თერჯოლის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ნოემბერი 27, 2026
0
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იქნება მზიანი. დედაქალაქში სინოპტიკოსები +12 გრადუსს და უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი...

დაწვრილებითDetails

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».