პოლიციელები, მესაზღვრეები, და სამხედროები პრაქტიკულად რისკის ჯგუფში აღმოჩნდნენ. მათ არ აქვთ ეკიპირება და დაინფიცირების ალბათობა მარნეულში პატრულირებისას მაღალია.
5 სამხედრო, რომლებიც სავარაუდოდ, 3 დღის წინ მარნეულში პატრულირებდნენ დაინფიცირების ნიშნებით პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მათ ანალიზები ჩაუტარდათ და რაიმე სახის პათოლოგიური ცვლილება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.
კლინიკის დირექტორის თქმით, დილით, მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.