საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, – ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მღვდელმთავარი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის“, – წერია „მსოფლიო საეკლესიო სიახლენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მისთვის გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.









