LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა! – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/11/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა – ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, წირვის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაში არის ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერი მომავლის იმედი.“

„თქვენო უწმინდესობავ, მეუფენო, მეუფე იაკობ, მამანო, დედანო, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ გიორგობას აღვნიშნავთ ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი. როგორც ითქვა, წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, ამ წლის განმავლობაში ჩატარდა ბევრი ღონისძიება, ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნოებაში გამტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა.

ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორეს განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო და ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენ პატრიარქს იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა.

ამ ერთობის ნაწილი საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, ის სინერგია, რომელიც ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც იღვაწა ილია მეორემ, არ იყო დაწერილი რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო, ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა ბრძნულად გამოგვატარა.

დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი, საჭიროა უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა თუ იმ ვითარებაში, მითუმეტეს, რომ მას ყველა ასეთი ვითარება გამოვლილი აქვს, როგორ მოიქცეოდა ის თავად და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენ მიმართ. საჭიროა მხოლოდ დავფიქრდეთ და უბრალოდ მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.

ჩვენ საქართველოში წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, ვინაიდან წმინდა გიორგი ეს იყო მებრძოლი მხედარი. ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი, ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით ყოველ ხილულსა თუ უხილავ ბრძოლაში ჩვენი თანადგომისთვის და ის იყო ვინც, ჩვენ ერთობას ამტკიცებდა.

ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაში არის ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერი მომავლის იმედი.

ამიტომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს და მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენ რწმენას და აძლიერებდეს ჩვენ ერთობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა! ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის!” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძალიან ბევრი ჩვენგანი, მრევლი, ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნითა და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულესს მისიას,...

დაწვრილებითDetails

” სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა” – შიო მესამე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო...

დაწვრილებითDetails

“სუროგაცია არის დარღვევა” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა - ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” როგორც ჩანს, გადაწყვიტეს სუროგაციის აკრძალვით ეკლესიის სიბრაზე ცოტა მაინც ჩააცხრონ”- ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

სუროგაციის საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, რეგულაციის შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს...

დაწვრილებითDetails

„30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, მეორე მანქანის მძღოლმა ვერ შეამჩნია და დაეჯახა…“ – მძიმე ავარია

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც  გზაზე მომავალი...

დაწვრილებითDetails

აქციაზე დაკავებული დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
აქციაზე დაკავებული დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან
მთავარი

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გაზი აღარ გაითიშება – გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოები გადაიდო

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. - ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი....

დაწვრილებითDetails

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"