LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე

” როგორც ჩანს, გადაწყვიტეს სუროგაციის აკრძალვით ეკლესიის სიბრაზე ცოტა მაინც ჩააცხრონ”- ფიქრია ჩიხრაძე

დაპოსტა 2026/11/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სუროგაციის საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტას ახლავს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, საკითხს მკაცრი რეგულირება სჭირდება.

„ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიას ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. სუროგაციასთან დაკავშირებით, სხვა დემოკრატიულ სამყაროშიც არ არის ერთგვაროვანი მიმართება და ქვეყნების უდიდეს ნაწილში არ არის დაშვებული ეს მოვლენა. თავისთავად მოვლენას აქვს კიდევ ერთი მხარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის არის ერთგვარი ნუგეში მას მერე, რაც წყვილებისგან ყველა გზა მოისინჯება ხოლმე. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ოჯახებისთვის, ასეთი მოლოდინის მქონე ადამიანებისთვის, რომ არსებობს ეს შესაძლებლობა. წმინდა რელიგიური თვალსაზრისით ძნელია ადამიანმა ზუსტი აღწერა თქვას ამასთან დაკავშირებით. რელიგიის მოსაზრება მთლად ეთიკურად არ მიიჩნევს ამ საკითხს. როდესაც საკითხი ასე რთულია, ასე ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტას ახლავს.

საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი ალბათობით, მიიჩნია, რომ მათმა ქმედებებმა ზომაზე მეტად გააღიზიანა საქართველოს ეკლესია. ეს გამოიხატა საკმაოდ ღია, მკაფიო და მძაფრ განცხადებებში და გადაწყვიტეს, რომ რაღაც გაეღოთ ისეთი, რომელიც ეკლესიის ამ სიბრაზეს ცოტა მაინც ჩააცხრობდა. რეალურად, რომ გავაშიშვლოთ მთელი ეს პროცესი, დავიდა აქამდე, რომ ჩვენ კაზინოების შეღავათები გვჭირდება, იმიტომ, რომ აქედან დიდ ფინანსურ მოგებას ვნახულობთ და მარტივად შეგვიძლია დავთმოთ სუროგაციის თემა, იმიტომ, რომ ეს დიდად არ გვადარდებს. ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ მივიჩნიოთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია მხოლოდ კაზინოებთან დაკავშირებული შეღავათებით არის განპირობებული. ის პოზიცია, რომელიც უმაღლესი იერარქების მხრიდან გამოითქმის, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ან ორ საკითხს და უკავშირდება იმას, რომ ზოგადად, ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა შექმნილი.

სუროგაცია თუ კომერციულ ხასიათს იღებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები სასოწარკვეთილი, უკიდურესი გაჭირვებისგან მზად არიან წავიდნენ ისეთ ნაბიჯზე, რომელი ნაბიჯიც ეკლესიის მხრიდანაც არ იყოს მოწონებული. კომერციული მიმართულება მიეცა თირკმლის გადანერგვასაც. დემოგრაფიაზე კი როდესაც ვსაუბრობთ, სუროგაციის გარდა, დემოგრაფიას ხომ უკავშირდება, რომ ადამიანები პერსპექტივას უნდა ხედავდნენ საკუთარ ქვეყანაში?! დემოგრაფია მხოლოდ შვილიერების შემცირებაში კი არ არის გამოხატული, ის იმაშიცაა გამოხატული, რომ ხალხი გარბის საქართველოდან. ეს აკლდება საქართველოს. შვილს იქ აჩენენ, იმ ქვეყნების მოქალაქეები ხვდებიან, რომელი ქვეყნებიც მათ ხელს უწყობენ, რომ თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ. ასეთი საკითხები უმრავლესობის სხდომაზე კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა წყდებოდეს ფართო დისკუსიის საგნად. რა თქმა უნდა, სუროგაციას აქვს კრიმინალიზების საფრთხე და შავი მხარე. ეს რეგულაციას საჭიროებს. სად წავიდნენ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები? ხომ არ არის რაღაც ისეთი მძიმე რისი წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ რაღაც დანაშაულებრივი კარტერი ამას იყენებდეს ბნელი მიზნებისთვის, ორგანოებით ვაჭრობა და ა.შ?! რა თქმა უნდა, ამას უმკაცრესი საკანონმდებლო რეგულაცია სჭირდება. ეს არ შეიძლება იყოს ასე მიშვებული. ასეთი თემების ძალიან გონივრული გადაწყვეტაა საჭირო და არა ის ქვენა ამორალური განცდა, რომ „მოდი, მე ამ თემას გადავაგდებ, იქნებ საპატრიარქოს გული მოვიგო და ყველა სხვა მიმართულებას გავაგრძელებ ისევ ისე, როგორც იყო“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას დაკავშირებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილის მიერ გამოთქმულ განცხადებებს, პოლიტიკოსის შეფასებით, „ამ დღეებში ურწმუნოების ცხადი მაგალითები თვითონ ხელისუფლებამ დადო“.

„ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი პირდაპირ აგინებს ეპისკოპოსს იმის გამო, რომ მისი გამოთქმული პოზიცია არ მოეწონა და ვნახეთ, რომ მარგარიტა სიმონიანისა და მარია ზახაროვას შეგინებისთვის ადამიანებს ბევრად უფრო მაღალი თანხით აჯარიმებენ, ვიდრე მეუფე იობის შეგინებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ცხადია და ურწმუნოების ცხადი მაგალითები თვითონ ხელისუფლებამ დადო ამ დღეებში. ამაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლება იყო ფსევდორელიგიური და ფსევდოპატრიოტი და ამ ყველაფერს მხოლოდ ფასადისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებდა. ყოველთვის, ყველა ჯერზე ასე იყო. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, ეს არ არის ერთი და ორი საკითხით განპირობებული, ეს არის ბევრი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. მეუფე იობს ძალიან ახალგაზრდასაც არასდროს შეუკავებია თავი ხელისუფალთა წინააღმდეგ მხილებისგან, თუკი ამის საჭიროებას ხედავდა. ასლან აბაშიძიდან მოყოლებული, შევარდნაძისა თუ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში იქნებოდა. რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათ უკრიტიკობისა და ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ აღებული სასულიერო პირებისგან?!“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გარდა ამისა, მან საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ამხელა დელეგაციით მოსკოვში ჩასვლა საჭირო არ იყო“.

„ეკლესიათა შორის ურთიერთობაც ის საკითხია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ შეიძლება განიხილოს ადამიანმა, იმიტომ, რომ ამ ევქარისტიულ კავშირს თავისი დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ნაბიჯებიც შეიძლება აქედან გამომდინარე გადაიდგმებოდეს. ვფიქრობ, ამხელა დელეგაციით ჩასვლა არ იყო საჭირო, როცა დაბადების დღეზეა საუბარი. მაგრამ ამას თავად ეკლესია, წმინდა სინოდი წყვეტს. რაც შეეხება კირილს, ჩვენ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გვინახავს, რომელიც ცდილობს მისი საქმიანობა და სიტყვა ომიანობის დროს მშვიდობისკენ იყოს მოწოდებული. ჩვენ კირილის შემთხვევაში პირიქით ვხედავდით, რომ ის ომისკენ მოუწოდებდა და კურთხევას აძლევდა რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი და ბევრი ქრისტიანის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არის ცხადი. როდესაც ასეთ პერსონასთან გვაქვს საქმე, როდესაც მართლმადიდებლობა მის ხელშია, მისი და პუტინის ტანდემში გამოყენებულია იმპერიულ ინსტრუმენტად და არა მართლმადიდებლობის არსის გასავრცელებლად, ბუნებრივია, რომ კრიტიკა ჩნდება“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ის შეეხო, სუს-ის ყოფილი უფროსისა და ვიცე -პრემიერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმებაა. ჩიხრაძის თქმით, „მამუკა მდინარაძის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება“.

„მამუკა მდინარაძის ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად ხდება. ჩვენ იმდენად სწრაფად ვნახეთ მისი ჩინების ზრდა, რეგისტრი ძალიან მძაფრი იყო ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე ვნახეთ მისი თანამდებობრივი სწრაფი აღზევება და სწრაფი დაშვება. უცებ დაცვა დაუნიშნეს და უცებ გადაწყვიტეს, რომ მოუხსნეს. იმდენი ვინმე ადებს ხელს მამუკა მდინარაძეს, მის წინააღმდეგ არაკანონიერ ქმედებებში, დაცვა, ალბათ, ნამდვილად დასჭირდებოდა, ამ ფაქტებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მთელი ტრაგიზმი ამ ამბების ჯაჭვისა არის ის, რომ ერთი ადამიანის პირადი შეხედულებებით ხდება ამა თუ იმ თანამდებობის პირის აღზევებაც, მისი დანიშვნაც, მისი გათავისუფლებაც და მისი ციხეში გაშვებაც. თუ მამუკა მდინარაძეს ასეთი რამ ემუქრება უახლოეს ხანში, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, რაღაც ძალიან აწყენინა ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი რამ არ მოხდება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილმა მიიჩნია, რომ თანამდებობიდან მოიცილა და დიდად მისი პერსონა აღარ აღელვებს“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

ის ასევე შეეხო პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხს და აქციებისას დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებასაც.

„მიხარია ვინც დღეს ციხე დატოვა. ვისურვებ, რომ ყველა უკანონო ტყვე, ვინც საპატიმროებშია, იქნას გათავისუფლებული. უსამართლო პატიმრობასა და უსამართლო სასჯელზე უფრო მძიმე არაფერი არაა. ამ ხალხმა ღირსეულად მიიღო და გადაიტანა სამშობლოს სიყვარულის გამო სასჯელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სასჯელი უნდა გაგრძელდეს. ვიცით, რომ ეს შეწყალებაც გარკვეული პერიპეტიებიდან გამომდინარე ხდება და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ბევრი მიმართულებით მას მარწუხები მოუჭირეს, რომ რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც საზოგადოებაში ერთგვარ კმაყოფილებას გამოიწვევს და ეს შეწყალებაც ამ რიგის მოვლენებს შორის წარმომიდგენია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს კარგია და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, რეგულაციის შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს...

დაწვრილებითDetails

„30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, მეორე მანქანის მძღოლმა ვერ შეამჩნია და დაეჯახა…“ – მძიმე ავარია

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც  გზაზე მომავალი...

დაწვრილებითDetails

აქციაზე დაკავებული დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
აქციაზე დაკავებული დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან
მთავარი

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გაზი აღარ გაითიშება – გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოები გადაიდო

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. - ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი....

დაწვრილებითDetails

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და...

დაწვრილებითDetails

24-25 ნოემბერს საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზია 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით „ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე უნდა წავიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს
მთავარი

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია. მორწმუნეები ამ დღეს წმინდა გიორგის განსაკუთრებული რწმენითა და სასოებით მიმართავენ, შესთხოვენ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის...

დაწვრილებითDetails

აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. „სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, - განაცხადა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ. თავისუფლება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"