მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს.
გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ,ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)”- წერს მეუფე გიორგი ჯადელიანი.
იგავის ინტერპრეტაციაა, ნუ ამხელ დამცინავსა და უზნეოს, რათა არ შეგიძულოს, ამხილე ბრძენი და ის შეგიყვარებს.










