LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე

“სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ” – გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“

დაპოსტა 2026/11/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს – სიმართლე კი ისაა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ბრიუსელის ბიუროკრატია, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს მარტა კოსი თუ კაია კალასი, არავინ, არასდროს შეეგუება დემოკრატიულ უკუსვლას, არავინ და არასდროს დაეთანხმება ოპოზიციის გაუქმებასა და მარიონეტული ოპოზიციით დემოკრატიის ილუზიის შექმნას, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისამართით ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ გააკეთა.

როგორც შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ისტორიულად ყველაზე კრიტიკული იქნებოდა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ძალაში რჩება ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ სახელითაა კანდიდატი ქვეყანა.

„როგორ რეაგირებს „ოცნება“? – ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე ისაუბროს, კვლავ ევროკავშირის ლანძღვა–გინებასა და მტრულ რიტორიკას აგრძელებს, თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს, ევროპელ ლიდერებს, თითქოს მათი ბრალი იყოს ის, რომ „ოცნება“ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. თითქოს ევროკავშირის ბრალი იყოს, რომ „ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებები შეესრულებინა, გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და ახლა უკვე ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვით ქვეყანა ერთპარტიულ დიქტატურაში გადაჰყავს! ხალხს კი ტყუილებით კვებავს და პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს „ოცნება“ კი ძალიან ცდილობს, მაგრამ თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძის თქმით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა შეაჩერა.

„დიდი ბოდიში და თუ ასე იყო, რატომ არ აუხსენით მაშინვე საზოგადოებას? რატომ ჩაატარეთ საპარლამენტო არჩვენების კამპანია ევროპისკენ სვლის ყალბი დაპირებით და რატომ არ აუხსენით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ქუჩაში აპროტესტებდა ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ განცხადებას, რომ საქართველო არაფერ შუაში იყო და ირაკლი კობახიძეს და „ოცნებას“ კი არა, თავად ევროკავშირს შეუჩერებია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

არ მოგცემთ უფლებას, ეს ტყუილი საქართველოს მოქალაქეებს სიმართლედ შეასაღოთ, რადგან სიმართლე არის ის, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებები არ შეასრულეთ, რის გამოც ფაქტობრივად, დე ფაქტო შეჩერდა გაწევრიანების პროცესი, რასაც არანაირი წერილი არ სჭირდებოდა.

როცა ვალდებულებებს არა თუ არ ასრულებ, არამედ სრულიად საპირისპიროს აკეთებ, ბუნებრივია, პროცესი თავისთავად ჩერდება და წინ აღარ მიდის.

ტყუილია ისიც, თითქოს ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დიდი ბოდიში და რა არის უსამართლო?! არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, რის გამოც სრულიად მოშლილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და აღარ არსებობს კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და ტყუილი?! ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოს სამართლიანად რომ არ აღიარებს ევროკავშირი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება?!

გაწევრიანების პროგრესს აფასებს ის ორგანიზაცია, რომლის წევრობაც ჩვენი არჩევანია – ან გამოდით და მკაფიოდ თქვით, რომ საბოლოოდ უარს ამბობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ იმ ორგანიზაციას, რომლის წევრობაც ჩვენი ქვეყნის ნებაყოფლობითი და მეტიც – ცივილიზაციური არჩევანია და არავის დაუძალებია!

სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული გაქვთ, მაგრამ ამომრჩევლის დაკარგვის შიშით ვერ ბედავთ მის გამხელას და ჯერ კიდევ აჯერებთ ხალხს, თითქოს მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია გიშლით ხელს და ამ ბიუროკრატების შეცვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს!

სიმართლე კი ისაა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია როგორც არ უნდა შეიცვალოს, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს მარტა კოსი თუ გნებავთ კაია კალასი, არავინ და არასდროს შეეგუება დემოკრატიულ უკუსვლას, არავინ და არასდროს აღიარებს ჩინჩალაძე–მურუსიძის სასამართლოს სამართლიანად, არავინ და არასდროს დაეთანხმება ოპოზიციის გაუქმებას და მარიონეტული ოპოზიციით დემოკრატიის ილუზიის შექმნას და არავინ და არასდროს დახუჭავს თვალს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე!

ჩიხიდან გამოსვლაზე და დიალოგზე დღეს რომ საუბრობთ, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამ ჩიხში თავად შეიყვანეთ ქვეყანა და დიალოგის ყველა რესურსიც თავად ამოწურეთ!“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ” – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და...

დაწვრილებითDetails

” ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომასა და პოლიტიკურ გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელს, რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი,...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება უმაღლეს სასწავლებლებში
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა. კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ნოემბრის ფავორიტი 5 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იქნება. ლომი - თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის აღიარების დრო ლომებისთვის ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თვითგამოხატვასა და...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე...

დაწვრილებითDetails

ჯილდო აბიტურიენტებს 1000 ლარი – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს თანხას

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე საგანში მაქსიმალურ ქულას მიიღებს, მას ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა. ხოლო თუკი ერთზე მეტ საგანში მიიღებს უმაღლეს ქულას, ყოველ საგანზე გადაეცემა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"