LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

“უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი “- მიხეილ სააკაშვილი

დაპოსტა 2026/11/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ეს საარჩევნო შედეგი ძირითადად განპირობებულია ცხოვრების გაძვირებით და სოციალური უსამართლობის განცდით. მისივე განცხადებით, ეს საარჩევნო შედეგი რუსებს და პირადად პუტინს ძალიან ეწყინათ. სააკაშვილი ასევე წერს, რომ როდესაც ხალხში არსებობს მუხტი და სურვილი ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს.

„რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? მთავარი არის ის, რომ როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს. ჭორვილელმა შეაკოწიწა ბევრი ჯებირი – დაგვატყვევა, ფულით იყიდა ბევრი, ფაქტობრივად გააუქმა პარტიები და არჩევნები, მაგრამ ხალხში არის ცვლილებების დიდი წყურვილი და წარმოქმნილია ტალღა და ყველას მოუწევს იმის აღიარება, რასაც ბევრი ისედაც ხედავს და გრძნობს, რომ ეს გარდაუვალი ტალღა უკავშირდება მათ, ვისიც „ქოცებს“ ყველაზე მეტად ეშინიათ, მიკავშირდება მე და ჩემს თანამებრძოლებს, ისეთებს როგორიცაა ლევან ხაბეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ანი წითლიძე და ბევრი ახალგაზრდა, უფრო სწორად იმ იდეას, რომელსაც ჩვენ განვასახიერებთ.

ეს არის იდეა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი და ეფექტური მმართველობის და ვერანაირი გისოსები და ჯებირები ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. მე უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი. მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას, ჩემს ხალხთან შეხვედრას და ერთად გამარჯვებას.

ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს და მოვიგებთ მას. ერთი კაცის ქვეყანას, ხელახლა ვაქცევთ მთელი ხალხის, ყველა მოქალაქის ქვეყნად, სადაც ადამიანებს ექნებათ კარგი შემოსავალი, ცხოვრების პერსპექტივა, ღირსეული სამსახური და უზრუნველყოფილი პენსია, დაუბრუნდებათ სიამაყის განცდა ჩვენს ქვეყანაზე. იქნებიან დაცული შიდა და გარე საფრთხეებისგან, კრიმინალისგან და კორუფციისგან. ხალხი დაბრუნდება ემიგრაციიდან.

რაც შეეხება შეუმდგარ დიქტატორს და მის უნიათო საგარეო პოლიტიკას, გახსოვთ ბოლო არჩევნების დროს როგორ გვატყუებდა ამერიკასთან მალე დავალაგებო? მან ვერაფერი დაალაგა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტიკური ტყვის გათავისუფლებას და ირანის ბრუტალური ისლამისტური დიქტატურისგან ჩახსნას. ზუსტად ასევე ვერ დაალაგებს დემოკრატებთან, რომლებმაც მიარჭეს მას სანქციები წინა წლებში და განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ.

და ბოლოს, არავის არ ვურჩევ ტრამპის და „რესპუბლიკელების“ ჩამოწერას. ჯერ ერთი ტრამპი ამ არჩევნების შემდეგაც ინარჩუნებს სრულ კონტროლს საგარეო პოლიტიკაზე და მეორე – საპრეზიდენტო არჩევნებზე 2 წელიწადში „რესპუბლიკელებს“ ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ „დემოკრატებს“ ჯერჯერობით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ. „რესპუბლიკელებს“ ჰყავთ ჯეიდი ვენსი და გუშინდელი შედეგის შემდეგ გაძლიერდა მარკო რუბიოს პოზიციებიც და საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შანსი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას
მთავარი

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ხონს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ეწვია. პატრიარქმა მეუფე საბასთან...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა. მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა...

დაწვრილებითDetails

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, სამსახურში საინტერესო წინადადება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კურო დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 45 870 ლარის ღირებულების პროდუქცია მიისაკუთრა....

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა
მთავარი

ავარიას ქუთაისში მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი ემსხვერპლნენ. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობი ამოიყვანეს. როგორც მეგა tv-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცები გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

” ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 909 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.27%-ით იკლო. რაც შეეხება ვერცხლს, უნცია 49.05 დოლარი ღირს. ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"