მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 909 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.27%-ით იკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, უნცია 49.05 დოლარი ღირს. ერთი დღის განმავლობაში მისმა ფასმა 3.50%-ით დაიკლო.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროს ფასებმა მცირედით მოიმატა. უფრო კონკრეტულად კი, 999 სინჯის 1 გრამი ოქროს შეძენა 343 ლარად შეგიძლიათ (გუშინ 340 ლარი ღირდა), 750 სინჯის – 357 ლარად (გუშინ 355 ლარი ღირდა), ხოლო 585 სინჯიანი 1 გრამი ოქროს ყიდვა 200 ლარად არის შესაძლებელი (გუშინ 198 ლარი ღირდა).
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამი 4.19 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯიანი – 3.35 ლარი.









