მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 986 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის 0.80%-იანი კლებაა.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 128.17 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.80%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 50.77 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.94%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 30 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში საშუალოდ, 312.48 ლარია, 750 სინჯის – 234.38 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 182.82 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლს, 30 ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 3.59 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 3.14 ლარია.










