აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9116 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8934 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა.









