LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

დაპოსტა 2026/10/26-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა.

ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება.

პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 000 ლარს აღემატება.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.

მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით, ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1 840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12 912 ლარს შეადგენს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7 089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163 047 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 10 321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150 660 ლარია.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, აგრეთვე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 ოქტომბერს, საქართველოს უმეტეს ქალაქში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის +27 გრადუსამდე დათბობას ვარაუდობენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +23 - მზიანი სოხუმი +25 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
მთავარი

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. მისი თქმით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტებს 250-ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კვირა მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ფონზე დაიწყება, ამიტომ დროის დაგეგმვა და დეტალების ყურადღებით შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. გადაამოწმეთ დოკუმენტები, მარშრუტები, მიმოწერა და შეთანხმებები. მოსალოდნელია შეფერხებები, საქმეების გაჭიანურება, ძველ საკითხებთან და წყენებთან...

დაწვრილებითDetails

ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – TI

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს. TI-ის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

26 ოქტომბერი არის ხსენება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებასა და დღესასწაულს რამდენჯერმე აღნიშნავს წლის განმავლობაში. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის...

დაწვრილებითDetails

ანტიკონსტიტუციური პარტიები არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, უკანონო მეთოდებით მუშაობენ – ტოქსიკური გარემოს გაწმენდის შემდეგ სხვა პარტიებს ამომრჩეველთან საუბარი კონკურენტულ გარემოში შეეძლებათ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა...

დაწვრილებითDetails

5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ – ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"