LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

როგორი იქნება 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დაპოსტა 2026/10/26-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

კვირა მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ფონზე დაიწყება, ამიტომ დროის დაგეგმვა და დეტალების ყურადღებით შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. გადაამოწმეთ დოკუმენტები, მარშრუტები, მიმოწერა და შეთანხმებები. მოსალოდნელია შეფერხებები, საქმეების გაჭიანურება, ძველ საკითხებთან და წყენებთან დაბრუნება, ასევე ურთიერთობებში გაუგებრობები.

კვირის განმავლობაში ემოციური ფონი ცვალებადი იქნება. დასაწყისი შედარებით დაძაბული და რთული აღმოჩნდება, შუა კვირა კი სწრაფი ცვლილებებითა და მოულოდნელი მოვლენებით გამოირჩევა. უქმეების მოახლოებასთან ერთად, ვითარება შედარებით დამშვიდდება და ემოციური საკითხები წამოიწევს, თუმცა სასიამოვნო მომენტიც არაერთი იქნება.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 26 ოქტომბერი – 1 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებისათვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

ამ კვირაში მოქნილობა და გარემოებებთან ადაპტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცვლილებებსა და გზადაგზა გეგმების შესწორებას ნუ შეუშინდებით. ყურადღების ცენტრში ვალები, გადასახადები, კრედიტები და ფინანსური ვალდებულებები მოექცევა. ამასთან, შესაძლოა, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ შინაგან მდგომარეობასა და პიროვნულ ცვლილებებს. ფინანსური მდგომარეობის გადახედვისა და ძველი ვალდებულებების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. წარმატებული დღე – ხუთშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ზეწოლას, სარისკო ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და ძლიერი ემოციების ფონზე ურთიერთობების გარკვევას.

კურო
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში ურთიერთობები და თანამშრომლობა მოექცევა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს ბიზნესპარტნიორებთან ან სასიყვარულო პარტნიორთან დაკავშირებული საკითხები, კონტრაქტები, მოლაპარაკებები და კონკურენტებთან ურთიერთობა. ძველი შეთანხმებების გადახედვა და ურთიერთმოლოდინების მშვიდად დაზუსტება სასარგებლო იქნება. წარმატებული დღე – შაბათი.

ასტროლოგების რჩევა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები ყურადღებით გადაამოწმეთ. ულტიმატუმებსა და ფინანსურ საკითხებზე კამათს მოერიდეთ.

ტყუპები
თქვენ გარშემო ბევრი ინფორმაცია დაგროვდება, თუმცა ყველა საკითხი დაუყოვნებლივ ვერ გაირკვევა. კვირის განმავლობაში ყურადღებას ყოველდღიური სამუშაო, რუტინა, ჯანმრთელობა, მომსახურება და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს. საქმეების მოწესრიგებისა და სამუშაო პროცესების გადასახედად ხელსაყრელი პერიოდია. ოთხშაბათი განსაკუთრებით კარგი დღე იქნება ახალი იდეებისა და საჭირო ინფორმაციის მოსაგროვებლად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ჯობს არ იჩქაროთ. წარმატებული დღე – ოთხშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტები და ფაილები ყურადღებით გადაამოწმეთ. მოერიდეთ განრიგის არევასა და ნაჩქარევ მიმოწერას.

კირჩხიბი
ამ კვირაში ოჯახური გარემო და შემოქმედებითი საქმიანობა ემოციურ წონასწორობას შეგინარჩუნებთ. ყურადღება დაუთმეთ შემოქმედებას, ბავშვებს, რომანტიკულ ურთიერთობებს, საყვარელ საქმიანობასა და თვითგამოხატვას. ძველ პროექტებთან დაბრუნება და ახლობლებთან მეტი დროის გატარება სასიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. წარმატებული დღე – შაბათი.

ასტროლოგების რჩევა: პარასკევს მოერიდეთ სიტუაციების ზედმეტად იდეალიზებასა და უსაფუძვლო წყენას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვარაუდები ფაქტებისგან განასხვაოთ.

ლომი
კვირის განმავლობაში შესაძლოა, დაძაბულობა და კონტროლის მოპოვების სურვილი გაძლიერდეს. ყურადღება სახლს, ოჯახს, უძრავ ქონებას, პირად სივრცესა და წარსულთან დაკავშირებულ საკითხებს დაუთმეთ. საცხოვრებელი პირობებისა და ოჯახური გეგმების გადახედვა სასარგებლო იქნება, თუ ემოციებს ვითარების გამწვავების საშუალებას არ მისცემთ. კვირის ბოლო ხელსაყრელი დღე იქნება შემოქმედებითი საქმიანობისა და თვითგამოხატვისთვის. წარმატებული დღე – კვირა.

ასტროლოგების რჩევა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვა დროისთვის გადადეთ.

ქალწული
ეს კვირა ანალიზის, შესწორებებისა და დოკუმენტებზე სამუშაოდ ხელსაყრელი იქნება. ყურადღება დაუთმეთ ურთიერთობებს, საბუთებს, სწავლას, ტრანსპორტსა და ახლო გარემოცვასთან კომუნიკაციას. ტექსტების რედაქტირება, ცოდნის გაღრმავება და დოკუმენტების მოწესრიგება კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდება. წარმატებული დღე – ხუთშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: ხელმოწერამდე დოკუმენტები ყურადღებით გადაამოწმეთ. მიმოწერისას სიზუსტე შეინარჩუნეთ და ნაჩქარევ პასუხებს მოერიდეთ.

სასწორი
ამ კვირაში გეგმების მშვიდად გადახედვა და საჭირო ცვლილებების თანდათანობით განხორციელება მოგიწევთ. ყურადღების ცენტრში ფინანსები, შემოსავლები, პირადი ფასეულობები და თვითშეფასება მოექცევა. ბიუჯეტის გადახედვისა და ძველ ფინანსურ საკითხებში გარკვევისთვის ხელსაყრელი პერიოდია. წარმატებული დღე – ხუთშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: იმპულსურ შენაძენებსა და ემოციური გადაწყვეტილებების საფუძველზე აღებულ სესხებს მოერიდეთ.

მორიელი
ეს კვირა საკუთარ თავზე კონცენტრირებისა და პირადი გეგმების გადახედვის შესაძლებლობას მოგცემთ, თუმცა შესაძლოა, ზედმეტმა ფიქრებმა და ემოციურმა დაძაბულობამ თავი იჩინოს. ყურადღება დაუთმეთ პიროვნულ განვითარებას, გარეგნულ იმიჯს, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პირად მიზნებსა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. წარმატებული დღე – შაბათი.

ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ყველაფრის კონტროლის მცდელობას, ეჭვიანობასა და საკუთარ თავთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მეტი დრო დაუთმეთ გააზრებას და ნუ იმოქმედებთ მხოლოდ ემოციური იმპულსით.

მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვიდი ტემპი, ძველი საქმეების დასრულება და ძალების აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ყურადღება დასვენებას, გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას, საკუთარ შინაგან მდგომარეობასა და იმ საქმეებს დაუთმეთ, რომელთა დასრულებასაც დიდი ხანია, აპირებთ. ეს პერიოდი შეჩერებისა და მომდევნო ნაბიჯებისთვის მომზადების შესაძლებლობას მოგცემთ. წარმატებული დღე – ხუთშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ზედმეტ დაპირებებსა და დაუგეგმავ მგზავრობებს. გამგზავრებამდე ყველა საჭირო დოკუმენტი გადაამოწმეთ…

თხის რქა

ამ კვირაში სამომავლო გეგმებზე მუშაობისა და საერთო მიზნების გადახედვის შესაძლებლობა გექნებათ. ყურადღება მეგობრებს, კოლექტივს, სოციალურ ქსელებს, ჯგუფურ პროექტებსა და თანამოაზრეებთან ურთიერთობას დაუთმეთ. შესაძლოა, ძველ იდეებსა და გეგმებს დაუბრუნდეთ ან სამომავლო მიზნები უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ. წარმატებული დღე – ხუთშაბათი.

ასტროლოგების რჩევა: ნუ დაეყრდნობით დაუზუსტებელ დაპირებებს და ნუ შეცვლით გეგმებს დაუფიქრებლად. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ყურადღება და კონცენტრაცია შეინარჩუნეთ.

მერწყული

ამ კვირაში კარიერულ საკითხებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვას. ყურადღების ცენტრში თქვენი რეპუტაცია, პროფესიული მიზნები და საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოჩენა მოექცევა. ხელსაყრელი დროა კარიერული სტრატეგიის გადასახედად და ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების ფრთხილად დასაგეგმად. წარმატებული დღე – ოთხშაბათი. კარგი დრო იქნება ახალი იდეებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოსაფიქრებლად.

ასტროლოგების რჩევა: საჯარო კონფლიქტებსა და კარიერულ საკითხებზე იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ყველა გარემოება შეაფასეთ.

თევზები

ამ კვირაში გააქტიურდება განათლებასთან, შორეულ მოგზაურობასთან, მსოფლმხედველობასთან, მასწავლებლებთან და უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. ხელსაყრელი პერიოდია სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის გასაღრმავებლად და სამომავლო მოგზაურობის გეგმების გადასახედად. წარმატებული დღე – პარასკევი.

ასტროლოგების რჩევა: დოკუმენტებთან და შორეულ გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებში ბუნდოვანებას მოერიდეთ. გადაწყვეტილებები მხოლოდ იმედებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.

წყარო: ბომონდი 

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 ოქტომბერს, საქართველოს უმეტეს ქალაქში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის +27 გრადუსამდე დათბობას ვარაუდობენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +23 - მზიანი სოხუმი +25 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
მთავარი

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. მისი თქმით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტებს 250-ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულთა...

დაწვრილებითDetails

ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – TI

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს. TI-ის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

26 ოქტომბერი არის ხსენება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებასა და დღესასწაულს რამდენჯერმე აღნიშნავს წლის განმავლობაში. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის...

დაწვრილებითDetails

ანტიკონსტიტუციური პარტიები არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, უკანონო მეთოდებით მუშაობენ – ტოქსიკური გარემოს გაწმენდის შემდეგ სხვა პარტიებს ამომრჩეველთან საუბარი კონკურენტულ გარემოში შეეძლებათ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა...

დაწვრილებითDetails

5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ – ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.   ფოტო : Topnews.com.ge

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"