LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თინა რუხაძემ სააკაშვილს უღალატა და ამათ რას უზამდა?” – დავით ოქიტაშვილი

მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებაში? – დავით ოქიტაშვილი

დაპოსტა 2026/10/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებაში? – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერებს, მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს მწვავედ აკრიტიკებს და მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილ წვლილთან დაკავშირებით საჯარო კითხვებს უსვამს.

ოქიტაშვილი აცხადებს, რომ „ბოტებისა და ტროლების“ ისტერიის მიუხედავად, კითხვების დასმას არ შეწყვეტს.

„ბოლო დღეებია, თიკა რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, მათ შორის სოციალურ ქსელში აქტიური ანონიმური ანგარიშები, ერთსა და იმავე შეძახილს იმეორებს: „ცილი დაგვწამა ოქიტაშვილმა!“

“ცილი დაგწამეთ?”

რატო ბატონებო?

სიმართლის თქმისგან?

კითხვების დასმისგან?

თუ იმ ადამიანების მხილებაზე უნდა ვთქვა უარი, რომლებსაც საკუთარი თავი ხელშეუხებელი ჰგონიათ?(და მთელი ოცნების გუნდი ლაფში ამოსვარეთ და აგრძელებთ ამოსვრას)

ვერ მოგართვით, ბატონებო!

ძვირფასო „გადაგდებულ-გადმოგდებულებო“, სანამ სხვის პასუხისმგებლობას მოითხოვთ, იქნებ ჯერ ირგვლივ მიმოიხედოთ და თქვენი ყოფილი პოლიტიკური მფარველების საქმიანობით დაინტერესდეთ?!

ერთი – თიკა რუხაძე, რომლის კულტურის სამინისტროში საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე საზოგადოების დიდ ნაწილს და მათ შორის მეც მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა.

მეორე – მამუკა მდინარაძე, რომლის პოლიტიკურ საქმიანობასა და „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებში მის როლს მწვავედ ვაკრიტიკებ.

რომელმაც გაყარა და ჩარეცხა (ბოლოს ვინ ჩაირეცხა კი ჩანს)2012-იანები.

მათ მიმართ ჩემი პოლიტიკური შეფასებები არ შეცვლილა და არც ვინმეს სოციალურ ქსელში მოწყობილი ისტერიის გამო შეიცვლება.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!

რა კარგია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა!

მადლობა.

საქართველოს მთავრობა

და ახლა, ქალბატონო თიკა, კიდევ რამდენიმე კითხვა პირადად თქვენთან!**

ძალიან ბევრი ხალხი და ხელოვანი გადანაშაულებთ, თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ჩადენილ უამრავ არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო?

იქნებ გასცეთ პასუხი, რადგან ამით კვლავ აზიანებთ ქართული ოცნების იმიჯს

ვინმეს ჰგონია, რომ ამ კითხვების დასმას შევწყვეტ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცები „ოქიტაშვილს“ ყვირიან?

დამშვიდდით, ბატონებო!

ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი.

და ახლა იმაზე, რაც ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის.

2012 წლის 1 ოქტომბერი!

ეს თარიღი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ კალენდრის ერთი დღე არ ყოფილა.

ეს იყო წლების ბრძოლის, წინააღმდეგობის, რწმენისა და დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე.

ეს გამარჯვება არ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე და დღეს ცდილობენ, იმ ბრძოლის ისტორიის საკუთარი ვერსია შექმნან.

მინდა, შევახსენო ყველას:

ვინც 2012 წლის გამარჯვებისთვის იბრძოდა, კარგად ახსოვს, ვინ სად იდგა, ვინ რა გააკეთა და ვინ გამოჩნდა გამარჯვების შემდეგ!

მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში?

ამ კითხვას ვსვამ საჯაროდ.

ჩემთვის მიუღებელია მცდელობა, თითქოს ამ ისტორიის გადაწერა ან მისი მთავარი მონაწილეების დავიწყება ასე მარტივად შეიძლებოდეს.

2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას ვერავინ წაგვართმევს!

ვერ წაგვართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გვერდით იდგნენ მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას რეალური გამბედაობა სჭირდებოდა.

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ჩემს ეკას, იმ პოლიტიკური გამარჯვებისთვის, რომელმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ადგილი დაიკავა.

ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც მაშინ ვიბრძოდით, და არ ვაპირებთ, ვინმეს პოლიტიკური ამბიციების გამო საკუთარ წარსულზე, პრინციპებსა და პოზიციებზე უარი ვთქვათ.

ახლა კი ჩემს განსაკუთრებით აქტიურ კრიტიკოსებს მივმართავ:

რამდენიც გინდათ, იყვირეთ – „ოქიტაშვილოოოოო!“

რამდენიც გინდათ, დაწერეთ! ტროლებო და ბოტებო

რამდენიც გინდათ, გაიმეორეთ ერთი და იგივე!

ამით ვერც ერთი კითხვა ვერ გაქრება და ვერც ერთი დოკუმენტი ვერ დაკარგავს მნიშვნელობას.

თქვენი ხმაური ჩემთვის პასუხი არ არის.

მე მაინტერესებს ფაქტები, ხელშეკრულებები, ხარჯთაღრიცხვები, საბიუჯეტო ოპერაციები და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობა.

და ბოლოს, ძვირფასო ოპონენტებო…

არსებობს ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად ჩინურ სიბრძნეს მიაწერენ:

„დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე – ოდესმე შენი მტრის გვამი ჩაივლის“.

მე ამ გამონათქვამში პოლიტიკურ მეტაფორას ვხედავ და არა ვინმეს მიმართ ზიანის სურვილს.

პოლიტიკაში ხანდახან ყველაზე ძლიერი პასუხი დროა.

დრო, რომელიც ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს.

ასე რომ, ნუ ჩქარობთ, ბატონებო!

ჯერ კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

დანარჩენს ისტორია შეაფასებს.

და სანამ ისევ „გაჰყვირიხართ და ოქიტაშვილს“ დაიძახებთ, ერთხელ მაინც სცადეთ და იმ კითხვებს უპასუხეთ, რომელთა მოსმენაც ასე გაღიზიანებთ!

ვერავინ ვერ ამიკრძალავს კითხვის დასმას და არავის მივცემ იმის უფლებას ლაფში ამოსვაროს და ტალახი ესროლოს 2012 წლის მონაპოვარს და იმ ადამიანებს ვინც თავი გადადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და დაამარცხა საქართველოში ბოროტება და უბედურება.

კიდე ბევრ კითხვის დასმას ვაპირებ დამელოდეთ.

P.S. კარგი ადამიანი ის კი არ არის, ვინც არასდროს დაუზიანებიათ.

კარგი ადამიანი არის ის, ვინც იმედგაცრუებების, ღალატისა და ტკივილის მიუხედავად, არ მისცა უფლება სხვის ბოროტებას, წაერთმია მისთვის სიკეთე, მგრძნობელობა და ადამიანურობა”, – წერს დავით ოქიტაშვილი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს – ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა. ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს. „ღალატისა და საბოტაჟის მუხლით...

დაწვრილებითDetails

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და მოვლენებით დატვირთული იქნება. სამსახურში შესაძლოა საინტერესო წინადადება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. საღამოს დასვენება სასარგებლო იქნება.   კურო ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა მოულოდნელი...

დაწვრილებითDetails

ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები
მთავარი

ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული დეესკალაციის ოთახიდან საკანშია გადაყვანილი. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის განცხადება, რომ გიორგი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად – 7 ჯადოსნური ნივთი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
თუ დასაქმებას ან დიდ მოგებას გპირდებიან, ეს უნდა იცოდეთ
მთავარი

ბევრი ადამიანი ცდილობს გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ხშირად ყველას არ უმართლებს - ხანდახან ისე ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა ფინანსების მოსაზიდად, ფუჭია. რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად: - ძველი, იშვიათი...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს: „დეპრესია სიზარმაცე არ არის, შფოთვა კი-სისუსტე! „თავი ხელში აიყვანე“, "რა გაქვს სანერვიულო?“, "ადექი და რამე გააკეთე“, "ყველაფერი შენს ხელშია“ -რამდენჯერ გვსმენია ეს ფრაზები ადამიანების მიმართ,...

დაწვრილებითDetails

დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე - ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით?- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულსა და წყალტუბოში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ხარაგაულსა და წყალტუბოში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს. 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"