LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე – არჩილ გორდულაძე

დაპოსტა 2026/10/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, „კიდევ ერთხელ გაიხსენოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები“.

„ნაციონალური მოძრაობას“, მის ე.წ. განშტოებებს, 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ ცდილობენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.

შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე – პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.

საბოლოო ჯამში, ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს “ნაცმოძრაობას”, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახით ოპოზიციურ ველზე, დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ინსტიტუცია პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს. „ერთიან...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს. რა საკითხს ეხება ბრიფინგი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის...

დაწვრილებითDetails

ეს არის გამოცხობილი დიქტატურა, ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება, დაე იცხოვროს, მე პირადად არ ვაპირებ – მურმან დუმბაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
,,ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში”-მურმან დუმაძე
მთავარი

"ოცნების" ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე საკონსტიტუციო სასამათლოსთან იმყოფება და ხელისუფლებსი მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმას აპროტესტებს. დუმბაძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი, რაც საქართველოში ახლა ხდება დიქტატურის დაკანონებაა. "ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება,...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სარჩელი წავიკითხე და უბრალოდ, შოკში ჩამაგდო, იმდენად აბსურდულია მისი უშინაარსობა – „ლელოს“ ნაწილში რასაც წაიკითხავთ, მოწოდებით „ქოცსაც“ კი გაეცინება – გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

დღეს ჩვენ ვუყურებთ ქართული კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობის მცდელობას „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან - ყველა ქართველს მინდა ესმოდეს, რომ ეს აკრძალვა არ ეხება 5 პოლიტიკურ სუბიექტს, ან საერთოდ პარტიებს, ეს აკრძალვა...

დაწვრილებითDetails

მოხარული ვიქნები თუ სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება – ალბათ, შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ – თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ...

დაწვრილებითDetails

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
მთავარი

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს საერთო განცხადებით ეხმაურებიან. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ "ეს...

დაწვრილებითDetails

უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა – ლევან ცუცქირიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა – ლევან ცუცქირიძე
მთავარი

ვიღაცების ისტორია უკვე დაწერილია, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ეს სარჩელი დაწერეს, მაგრამ იმ მოსამართლეების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა თუ როგორ შევლენ ისტორიაში, ჯერ არ დაწერილა, -...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
მთავარი

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. დავით კიკნაძის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ვხვდებით_ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს. როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ჯერ კიდევ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჰქონდა მცდელობა, მოეპოვებინათ ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად. მისი თქმით, 2020 წლამდე ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"