LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

დაპოსტა 2026/10/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის – „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს.

აღნიშნულის შესახებ პარტიაში – „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით.

მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და „ოცნებამ“ პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში.

ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს – თითქოს კრძალავს ე.წ. „ბოიკოტისტებს“, რაც თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა. სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არასკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა, რათა შემდგომ ხელოვნურად შექმნას მართული ოპოზიცია და მისი დალაგებული პოლიტიკური კონფიგურაციით არჩევნების ილუზია გააჩინოს ქვეყანაში.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში – იმ მიზნით, რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ:

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გააცნო.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ კოალიცია ცვლილებისთვის“, ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტები და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები" კახეთიდან ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფი დროებით დაიკეტა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას – დიდი ბრიტანეთის საელჩო
მთავარი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს"...

დაწვრილებითDetails

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლის მანტიის დატოვების გადაწყვეტილებას პირველად განმარტავს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა,...

დაწვრილებითDetails

“გლდანი მოლში” ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე რატი მსხვილიძეა. არსებული ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოლში მდებარე აფთიაქში დასახმარებლად შევიდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად...

დაწვრილებითDetails

“შეშფოთებას გამოვთქვამთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით… “- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირმა პენსიონრების მოტყუებით 43 792 ლარი მიითვისა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი...

დაწვრილებითDetails

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"