LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი”-ირაკლი ღარიბაშვილი

სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს – ექსპრემიერი პროცესს არ ესწრება

დაპოსტა 2026/10/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობა კი სასამართლოში პროკურორმა დააყენა.

სახელმწიფო ბრალმდებლის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქრთამის შესაძლო აღებას. აღნიშნულ პროცესზე კი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს არაერთი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რა დროსაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება გაჟღერდეს. შესაბამისად, ლეკიაშვილის თქმით, პერსონალური მონაცემებისა და პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციის დაცვის მიზნით, სხდომა უნდა დახურულიყო.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ადვოკატები შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და დახურვის მოტივაცია საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვას ემსახურება.

ადვოკატის თქმით, ეს ბრალდების მხარის ინსტრუმენტია, „დამალოს და შეფუთოს ყველაფერი”.

ბარათაშვილის თქმით, თავად ბრალდების მხარემ განასაიდუმლოა მასალები, შესაბამისად, სხდომის დახურვის საფუძვლები არ არსებობს.

ადვოკატები კითხვას სვამდნენ, თუ რატომ არ იყო დახურული ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომა და რატომ უნდა დაიხუროს ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ დახურა.

აღნიშნულ შუამდგომლობამდე დაცვის მხარემ პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროკურორის მიერ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მისამართით გაკეთებულ კომენტარს ეხება. კერძოდ კი, ბარათაშვილის თქმით, ლეკიაშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია საფუძველს აცლის ღარიბაშვილის ბრალეულობას და ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მან ირაკლი ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750 000 ლარი გადასცა.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი. ანი ლეკიაშვილის თქმით, მისთვის აცილების მოთხოვნის შუამდგომლობა გაუგებარი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. მისივე თქმით, ის წინა სისხლის სამართლის საქმეში იყო პროკურორი და არა ადვოკატი, შესაბამისად, მისი აცილების საფუძველი არ არსებობს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომას არ ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი. სასამართლოში წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ღარიბაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება შეეთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,

ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც. ცნობილ...

დაწვრილებითDetails

21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
„გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა“ – როდის არის აცრისთვის საუკეთესო დრო
მთავარი

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა...

დაწვრილებითDetails

„7 წლის ბავშვი ვენახში, მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც ტრაქტორზე იყო დამონტაჟებული…“ – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ „გორმედის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს. „ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2...

დაწვრილებითDetails

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ენდეთ საკუთარ ძალებს, თუმცა გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ.   კურო   ყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებს მიაქციეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველ შედეგამდე...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია

by მეგა TV
ოქტომბერი 18, 2026
0
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია
მთავარი

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია! ძალოსანმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა! ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.)...

დაწვრილებითDetails

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"