გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 – გოგო.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი 25-29 და 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი წავიდა. შედეგად, 20-დან 30 წლამდე ასაკის ჯამში 31 828-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ემიგრაციაში 80 წლისა და უფროსი ასაკის ჯამში 484 ადამიანი წავიდა.
- 0-15 წლის – 11 158 პირი
- 15-19 წლის – 6 535 პირი
- 20-24 წლის – 14 723 პირი
- 25-29 წლის – 17 105 პირი
- 30-34 წლის – 14 562 პირი
- 35-39 წლის – 12 510 პირი
- 40-44 წლის – 9 676 პირი
- 45-49 წლის – 8 004 პირი
- 50-54 წლის – 6 471 პირი
- 55-59 წლის – 4 820 პირი
- 60-64 წლის – 3 821 პირი
- 65-69 წლის – 2 497 პირი
- 70-74 წლის – 1 370 პირი
- 75-79 წლის – 638 პირი
- 80-84 წლის – 265 პირი
- 85+ – 219 პირი
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 114 374 პირი წავიდა, მათგან 68 152 კაცია, ხოლო 46 222 – ქალი.










