LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

“მშვიდობის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია”- ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/10/17-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას. ვეტერანებმა ყველაზე კარგად იცით ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა. მეომართა ცოდნის გამოყენება, თქვენი ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდასაჭერად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის ბაზაზე, 4,000-ზე მეტი პირი გადამზადდა. სკოლებში კი ინერგება საპილოტე საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება”, რისთვისაც 18-მა ვეტერანმა სპეციალური მომზადება გაიარა.

„განათლების პროგრამით მთავრობამ ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის საფასურის 50 პროცენტი დაფარა, რაზეც ჯამურად 8.6 მილიონი ლარი გამოიყო. დაღუპულთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შვილები სასწავლო გრანტს იღებენ.

ასევე გამოვასწორეთ საკანონმდებლო ხარვეზებიც. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები წელიწადში 3,000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დევნილ ვეტერანებს საცხოვრებლის მიღებისას დამატებითი ქულები ენიჭებათ. ამოქმედდა უფასო იურიდიული მომსახურება, უსინათლო ვეტერანებისთვის წლიური მატერიალური დახმარება და სახელმწიფო სერვისების შეღავათები. ტრანსპორტის შეღავათები უკვე მოქმედებს თბილისსა და დიდ მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს რკინიგზაზე. გრძელდება მუშაობა, რათა მსგავსი მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ვეტერანებზე ზრუნვას.

ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად – ათობით ქუჩას, სკვერსა და სკოლას დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა”,- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება.

„დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღეს.

გასული წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ:

არსებითი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით. ბრძოლის ველზე დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური კომპენსაცია უწყვეტად იზრდება – 500 ლარიდან დაწყებული მხარდაჭერა 2026 წლიდან 1280 ლარს უტოლდება. საპენსიო ასაკთან მიბმული შეზღუდვის გაუქმებით, ფინანსური თანადგომა დამატებით 30,000-მა ვეტერანმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა სოციალური პაკეტი, დაახლოებით, 150 პროცენტით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიამ კი 22-დან 100 ლარამდე მოიმატა;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურ და სადღესასწაულო ფულად დახმარებას იღებენ. ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს 800-ლარიანი დახმარება დაუწესდათ;

სოციალურ თანადგომასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვაც. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება 15,000-ლარიანი ზღვრის ფარგლებში სრულად ფინანსდება. 2016 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს. შენობა გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ ემსახურება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

მტკვარში კაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება. პარალელურად "ქართული ოცნების"...

დაწვრილებითDetails

საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა
მთავარი

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 - გოგო....

დაწვრილებითDetails

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ დევნილმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად?

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 2000 ლარი…”- მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა
მთავარი

აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა. რა აჩვენა კვლევამ? მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
მთავარი

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს. აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციას აცხადებს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება. ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს ვებგვერდზე online.naec.ge 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"