LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თინა რუხაძემ სააკაშვილს უღალატა და ამათ რას უზამდა?” – დავით ოქიტაშვილი

“თინა რუხაძემ სააკაშვილს უღალატა და ამათ რას უზამდა?” – დავით ოქიტაშვილი

დაპოსტა 2026/10/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. ძალიან მინდა, რომ დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი, – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, თინათინ რუხაძემ ქართული კულტურა გაანადგურა და მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და მაინტერესებს. იმხელა ცოდვაა, ადამიანს რომ აბრალებ უწმინდესის დაკრძალვის თანხების გაფლანგვას, საზოგადოება ამ კითხვას რომ სვამს, ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს.

ჩემი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ იცის. ზუსტად ის. ადამიანები რომ ამბობენ, აქამდე სად იყოო, ვუფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამას მეუბნებოდნენ. დედაბუდიანად გაანადგურებდნენ. 2-3 დღეა ამ ადამიანებმა ამოიღეს ხმა და მეც დავსვი ეს კითხვები.

დავარდნილს, რასაკვირველია, წიხლი არ უნდა დაარტყა, მაგრამ ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც ქართული კულტურა გაანადგურა. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხელოვანები ნელ -ნელა ამოიღებენ ხმას. მას ეგონა, რომ კულტურის სამინისტრო და საქართველო თავის მფარველთან ერთად იყო მათი. ეს საქართველო მათი არაა! ეს არარაობაა, თავის მფარველთან ერთად. ძირფესვიანად უნდა იყვნენ ამოძირკვულები ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც არიან დარჩენილი. მათ უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, უღალატეს გუნდს და მოღალატე არავის უყვარს. მათი მფარველია მამუკა მდინარაძე, რომელმაც თავზე დაასვა ქართულ კულტურას. გაიკითხეთ მისი „ცენტრ პოინტში“ მოღვაწეობის ამბავი. დათო დოიაშვილის ამბავი – დათომ ის ქრთამისა და ფულის გაფლანგვის გამო გამოაგდო თეატრიდან.

აქამდე ჩუმად მებრძოდა და რომ შემეხო, ამოვიღე ხმა. ყველა შეკრებაზე სიიდან ვიყავი ამოღებული. ყვიროდა, რომ „ოქიტაშვილი არ დავინახო არცერთ შეკრებაზეო“. ვხედავდი, რომ ამას მარტო ვერ გაბედავდა. აღმოჩნდა, რომ ამის უკან იდგა ადამიანი, რომელმა ადამიანმაც ეს გაბედა და გააკეთა. 2012 წელს ვიბრძოდით ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და სად იყო მამუკა მდინარაძე? ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს იბრძოდნენ და რომლებმაც ოჯახები გადადეს, დაუპირისპირდნენ იმ რეჟიმს, საერთოდ გააქრეს. ერთ-ერთი შემოქმედი იყო თიკა რუხაძე. მისი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველამ კარგად იცის. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა და ამათ რას უზამდა?! ადამიანი როცა არის მოღალატე, ის არ შეიცვლება და ყოფილი არ არსებობს. მან მიხეილ სააკაშვილს უღალატა.

ძალიან მინდა, რომ [საგამოძიებო უწყებიდან] დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი. თქვენი მეშვეობით დავსვი შეკითხვები. წავიდნენ და შეამოწმონ. რატომ გამოუშვა დათო დოიაშვილმა თეატრიდან, რატომ შეჭამა ბადრი პატარკაციშვილის ფულები?! ეს მოღალატე მოგვიყვანა მამუკა მდინარაძემ, დაგვასვა თავზე ქართულ კულტურას და ეს სფერო გაანადგურა! “- განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ოქიტაშვილმა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა „ფეისბუქ-პოსტი“, სადაც ის პროკურატურას მიმართავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა”- ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო საქართველოში ?

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 183 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.82%-ით...

დაწვრილებითDetails

თბილისში პენსიონერები აქციას მართავენ

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
თბილისში პენსიონერები აქციას მართავენ
მთავარი

პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოთხოვნით მოქალაქეები თბილისში  „ლიბერთი ბანკის“ შენობასთან შეიკრიბნენ. პენსიონერების თქმით, ფასების ზრდის ფონზე არსებული პენსია საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად საკმარისი არ...

დაწვრილებითDetails

” არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

მიდიან, რომ პატრონების კალთას შეეფარონ - სად არის დღეს “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე? - უცხოეთში! სად არის დღეს გახარია? - უცხოეთში! სად არის ვაშაძე? - უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის...

დაწვრილებითDetails

“მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ იხილავენ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საუბარი მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე და მკაფიოდ ავუხსენი ჩვენი პოზიცია- მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას ვერ იხილავენ საპარლამენტო ასამბლეაზე,...

დაწვრილებითDetails

“ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები მათი წარსულიდან, აწმყოდან და გეგმებიდან გამომდინარე”- კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ...

დაწვრილებითDetails

“უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას” – იმერეთში ერთ-ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
“უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას” – იმერეთში ერთ-ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები სურსათის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ. ინსპექტირების ჯგუფების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილი კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"