LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისთვის ემზადებიან

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება.

ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი გააერთიანებს: მასტერკლასებს, დისკუსიებსა, მუსიკალურ საღამოებსა და საჯარო ლექციებს.

წელს ფესტივალის ფოკუსში არა მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ ევროპა და ევროპული კინო მოექცევა.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს.

ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება,

ფავორიტს გამოავლენს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურიც, რომელიც კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებით იქნება დაკომპლექტებული.

გარდა საკონკურსო პროგრამისა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება: უნგრული ახალი ტალღის ფილმები, იტალიური კინოკლასიკა: შრომა დრო და მეხსიერება, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას, ფრანგული ინსტიტუტი კი კრის მარკერის რეტროსპექტივას შემოგვთავაზებს, ვუჩვენებთ საბავშვო პროგრამას – უკრაინა ბავშვების ობიექტივში, სამეცნიერო-პოპულარულ დოკუმენტური ფილმებს, ასევე ნაჩვენები იქნება უახლესი ქართული მოკლემეტრჟიანი ფილმების პროგრამა და ქართული მოკლემეტრჟიანი კინოს პანორამა, კავკასუს სინემა წარმოგიდგენთ და სტუდენტური ფილმები. ფესტივალზე წელსაც ტრადიციულად აღინიშნება გამორჩეულ კინემატოგრაფისტთა საიუბილეო თარიღები, რეზო გაბრიაძის 90-ე იუბილეს აღსანიშნავად, ფესტივალს გახსნის ლევან გაბრიაძის ფილმი “ჰარი-ჰარალე, დედაო!”, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში ვუჩვენებთ მისი სცენარებით გადაღებულ ფილმებს “ფეოლასა” და “ქვევრს”; ნანა მჭედლიძის მე-100 იუბილეს აღვნიშნავთ “პირველი მერცხლის” ჩვენებით; კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის მე-100 დაბადების დღეს კი თენგიზ აბულაძის “სხვისი შვილებით”; სესილია თაყაიშვილის მე-100 იუბილეს აღსანიშნავად კი მაყურებელი ლანა ღოღობერიძის “ფერისცვალებას” იხილავს.

ფესტივალის ფარგლებში დაიხურება ევროპული კინო-ტური საქართველოში, რის ფარგლებშიც ვუჩვენებთ ანიმაციურ ფილმ “დინებასა” და ევროპული მოკლემეტრაჟანი ფილმების სელექციას

2026 წელს გერმანული ექსპრესიონისტული კინოს გამორჩეულ ნამუშევარს, ფ.ვ მურნაუს ფაუსტს 100 წელი უსრულდება, სწორედ ამიტომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკალური გაფორმებით.

ფესტივალის ფარგლებში რეჟისორი დიმიტრი მამულია წაიკითხავს საჯარო ლექციას ნელ კინოზე. გაიმართება შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი გაიმართება პანელური დისკუსია რეგიონის ახალი ხედვა: ქალთა ხმები და რეპრეზენტაცია, ამასთანავე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა.

ფესტივალის სტუმრებს ტრადიციულად საშუალება ექნებათ დაესწრონ სრულმეტრაჟიანი ფილმების ქართულ და ქუთაისური პრემიერებს. ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს უტა ბერიას “ცრემლსადენ გაზს”, ანა ურუშაძის “მეორეხარისხოვან როლს” და ნანა ჯანელიძის “ქმნილების ხელოსანს”, რითაც ფესტივალი დაიხურება.

ქუთაისში პირველად იქნება ნაჩვენები: თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის “ქართლის ცხოვრება”, მაკა გოგალაძის ფილმები – “შენზე ვფიქრობდი ახლა” და “რაც თავი მახსოვს”, ინეკე სმიტსის “პუტინის დედა”, ივან სულუეტას “აღტაცება”, მარლენ ედოიანის “ცეცხლი იქ”.

ამასთანავე ფესტივალზე ვუჩვენებთ კოტე კალანდაძის დოკუმენტურ ნამუშევარს “არავინ არ ჩანს” და პაპუნა მოსიძის მხატვრულ ფილმ “ქალაქის ხმაურს”.

გარდა კლასიკური კინოჩვენებებისა, მაყურებელს შესაძლებლება ექნება დაესწროს: ხმის დიზაინის სტუდია “უზუპოს” ნამუშევრის, “დამალობანასა” და გიორგი მრევლიშვილის “მდუმარების ქვიშების” ექსპერიმენტულ ჩვენებებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი გაუძღვებიან;
კინოკრიტიკის სახელოსნოს გაუძღვება ფემინისტი მკვლევარი, ჟურნალისტი და პროგრამერი ლაურა ვან ჟაულენი, კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეები წელს ფესტივალზე ახალგაზრდა კრიტიკოსთა ჟიურისაც წარმოადგენენ და საკონკურსო პროგრამიდან ფავორიტს აირჩევენ.

დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება: 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ საქართველოში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა...

დაწვრილებითDetails

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს?

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად...

დაწვრილებითDetails

ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს
მთავარი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს”, - განუცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს...

დაწვრილებითDetails

ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია - თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში შეღავათები შევა – ჯანდაცვის მინისტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესმა...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ენერგომატარებლის ფასი ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"