შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
“პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი” და “მარიხუანა”, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










