LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/10/12-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? [ევროკავშირთან ურთიერთობისთვის]. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი – კანონი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ იყო რუსული, რასთან დაკავშირებითაც, აშშ-ს და ევროკავშირის მაშინდელმა ელჩებმა „სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს“.

„გამოვიდნენ სამარცხვინოდ აშშ-ის მაშინდელი ელჩი, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით – რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ამისთვის არის საჭირო დისკუსია. ან მაგალითად, როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს იმას, რომ „უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს“.

„როგორ არ გვთხოვენ, რას ჰქვია არ გვთხოვენ [იდენტობის დაკარგვას]? იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს, პირველი ფაქტი, ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე – რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას, ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ გქვია რაღაც, რომ ხარ კაცი შეგიძლია ჩაეწერო ქალად, ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა? ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური კუთხით, რელიგიური კუთხით, პიროვნული იდენტობის კუთხით და ეს არის ფაქტები. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს მაგას, რომ უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება, ამიტომ, ისტორიულ არჩევანზე როდესაც ვსაუბრობთ, ისიც სწორად უნდა ითქვას,რომ ევროპა არის ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი
მთავარი

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილის...

დაწვრილებითDetails

„რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ოქტომბერს” – ეზოტერიკოსის რჩევა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

` 12 ოქტომბერი, 2026 გარდამავალი ეტაპის, შემოქმედებისა და მსახურების დღეა. ამ დღის ენერგია წვრილ, უხილავ ხიდს ჰგავს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის დროა, როდესაც სული გვთავაზობს, შევჩერდეთ, საკუთარ შინაგან...

დაწვრილებითDetails

რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, -...

დაწვრილებითDetails

დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია, 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12...

დაწვრილებითDetails

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ბავშვს ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებელმა პირმა ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრა. „პროფესიული ტესტირება 24-25 ოქტომბერს ჩატარდება - საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და...

დაწვრილებითDetails

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა. აკაკი დემუროვი,...

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 62 აშშ დოლარით მოიმატა და 4 194 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"