ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? – ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაზრდილა, მიღებული სარგებელი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა.
„მინდა ვკითხო ხალხს, თქვენ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა ბუნებრივად იზრდებოდა და გაიზარდა რამდენჯერმე. ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? იმაზე რამდენჯერმე უკეთესად და პასუხი არის ძალიან მარტივი: არა, არ ვცხოვრობთ! ე.ი. ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, პაპაშვილების და მრავალი სხვა წევრის წრეებში, რომელთაც გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, ხოლო რუსულ ფულს აქვს ეს თვისება – არასდროს თანაბრად არ ნაწილდება, ბინძური ფულია, კორუმპირებული ფულია და უთანასწორობაზე დაფუძნებული ფულია და არასდროს ნაწილდება თანაბრად. ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ეს ქალაქები არ არის ქართველებისთვის, ეს არის არაბებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
რაც შეეხება უშუალოდ 7 ნოემბრის საქმეს, სიტყვით გამოსვლისას, მესამე პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოღაიდელმა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ბიზნესში მილიონები მიიღო.
“ისეთი ამბები სკდება, იმდენად სწრაფად ირკვევა სიმართლე, რომ ვერც ვასწრებ ყურადღების მიდევნებას. მათ შორის, სხვათა შორის, ამ ე.წ. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, ამ დარბაზში, აქ იდგა ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურა ნოღაიდელი, რომელიც აძლევდა ჩვენებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ დღეებში პრემიერად წოდებული კობახიძის პირით შევიტყვეთ შემდეგი ამბავი: თურმე ნოღაიდელმა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენება მისცა პროკურატურას, 10 წლის წინ, მოიპოვა უფლება და აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის შემოტანის წილში ჩაჯდა, გააკეთა მრავალი მილიონი ამ ბიზნესში და მერე, რაც ნოღაიდელმა საბოლოოდ მისცა ამ დარბაზში ჩვენება, იქიდან 5 დღეში ამოაგდეს წილიდან.
საქმე მოათავა, საქმე შეასრულა – ასე იცის ჯაყომა! რაში გჭირდებოდათ? ამის ნახევარი ფული მოგეცათ ჩემთვის, უფრო მეტ საქმე მოვახმარდი, ვიდრე ნოღაიდელი და ყველანაირ ჩვენებასაც მოგცემდით, რასაც თქვენ ითხოვდით. გეგმა მომზადებულია, ყველაფერზე შეთანხმებულები არიან, ივანიშვილს უთხრეს, უბიძგეს, რომ როცა დენი გაითიშა ბიტკოინების გამო, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელშეწყობით და უთხრეს, რომ ახლა იმოქმედეთო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც.









