LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ უნდა გველოდონ, არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ

დაპოსტა 2026/10/12-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ უნდა გველოდონ, არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ – ევროპარლამენტზე ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენის იმედი არც გვაქვს, ეს არის უიმედო შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის და შალვა პაპუაშვილის სანქცირებას ითხოვენ.

მისი თქმით, პატივია, რომ დასასანქცირებელთა სიაში მისი სახელი და გვარიც მოხვდა.

„პატივია როდესაც ასეთ შემადგენლობაში მეც მასახელებენ. მესამე შემთხვევაა უკვე როდესაც მასახელებენ, ასე რომ, სამჯერ ვარ ნომინირებული ამ მნიშვნელოვან პრემიაზე ევროპარლამენტის მხრიდან. ეს ხუმრობთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულია ხუმრობის გარეშე შეაფასო ევროპარლამენტის მოქმედება. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ზიზღი ქართველების მიმართ. ვთქვი კიდეც, რომ მაგონებს 1989 წლის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას. ეს ყრილობა 9 აპრილის შემდეგ შედგა და მაშინ მახსოვს საქართველოს ლანძღვა სახალხო დეპუტატთა ყრილობის ტრიბუნიდან. ზუსტად იგივე ესთეტიკა იყო, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავდით. სხვათაშორის, მაშინაც იყვნენ ბალტიელები, ახლაც ბალტიელების და პოსტსაბჭოთა ნომენკლატურის გამოსვლებს ვხედავდით, ხომ. ნიშანდობლივია, ვის ვხედავთ, ვინ გამოირჩევა საქართველოს მიმართ ზიზღით ევროპარლამენტში – ეს არიან ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, სოციალისტური ბანაკის წევრები, რომლებმაც როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირისგან, ვითომ რომ გაემიჯნენ, სინამდვილეში, რაღაც წამოიღეს და წამოიღეს ეს ქედმაღლური დამოკიდებულება სხვა ერების მიმართ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ – ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ უნდა გველოდონ. არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ და ამ ზიზღს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ავლენენ. ევროპარლამენტზე ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენის იმედი არც გვაქვს, ეს არის უიმედო შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ იყოს ახალი არჩევნები და ევროპელმა მოქალაქეებმა აირჩიონ თავისი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტართა ჯგუფმა, მათ შორის, რასა იუკნევიჩიანემ და დევიდ მაკალისტერმა, მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ. რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, -...

დაწვრილებითDetails

დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია, 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12...

დაწვრილებითDetails

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ბავშვს ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებელმა პირმა ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრა. „პროფესიული ტესტირება 24-25 ოქტომბერს ჩატარდება - საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და...

დაწვრილებითDetails

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა. აკაკი დემუროვი,...

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 62 აშშ დოლარით მოიმატა და 4 194 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა – ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა – ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს
მთავარი

ადგილზე ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"