სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ბავშვს ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებელმა პირმა ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუმალა.
ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება და რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი.
დაშავებული მოსწავლის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სკოლის დასახელება და ბავშვის ვინაობა არ საჯაროვდება.
ინფორმაციას „მთავარი ამბები“ ავრცელებს.









