LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

დაპოსტა 2026/10/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დღესდღეობით სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც უკურნებელ სენსაც უწოდებენ. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი – შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ.

სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ:

1. ცვლილებები კანზე
შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.

2. შემაწუხებელი ხველა

თუ თამბაქოს არ მოიხმართ, არის მცირე შანსი, რომ შემაწუხებელი ხველა სიმსივნის ნიშანი იყოს. სხვა პოტენციურ მიზეზებს შორისაა, ასევე, ასთმა, ინფექცია, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და ა.შ.

3. მკერდის ცვლილებები

მკერდის ცვლილებების დიდი ნაწილი სიმსივნეს სულაც არ უკავშირდება, მაგრამ ასეთი პრობლემის გამოსარიცხად მათ შესახებ ექიმთან საუბარი უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, საყურადღებოა კვანძები, ძუძუსთავიდან გამონადენი, მისი სიწითლე ან გამაგრება, ტკივილი და ა.შ.

4. შებერილობა

მუცლის შებერილობა შესაძლოა, ადამიანის კვების რაციონმა ან სტრესმაც კი გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, თუ მსგავს დისკომფორტთან ერთად დაღლილობას, წონის უეცარ კლებას ან წელის ტკივილს უჩივით, სჯობს სპეციალისტს მიაკითხოთ.

ზოგჯერ ქალებში მუდმივი შებერილობა საკვერცხეების სიმსივნის ნიშანია, ამიტომ კარგი იქნება, თუ საეჭვო სიმპტომების მიზეზს გამოავლენთ.

5. შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები
კაცებში ასაკის მატებასთან ერთად საშარდე გზების პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, მათ ხშირი შარდვა, მისი ვერშეკავება ან განავლის ნაკადის შესუსტება აღენიშნებათ. როგორც წესი, ეს გადიდებულ პროსტატაზე მიანიშნებს, მაგრამ შესაძლოა, ამის უკან პროსტატის სიმსივნეც იმალებოდეს.

6. ლიმფური კვანძების შესივება
ჩვენს ორგანიზმში მცირე ზომის, ლობიოს მარცვლის ფორმის ლიმფური კვანძებია განლაგებული, რომლებიც კისრის, იღლიებისა და სხეულის სხვა ნაწილების მიმდებარედ გვხვდება. მათი დასივება ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციითაა გამოწვეული, როგორიც, მაგალითად, გრიპია.

7. სისხლი განავალში/ექსკრემენტში
შარდში ან ექსკრემენტში სისხლის არსებობა საყურადღებო სიმპტომია და საქმეში სპეციალისტის ჩართვას მოითხოვს. ფეკალიის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ეს დასივებულ, გაღიზიანებულ ვენებს უკავშირდებოდეს, რასაც ჰემოროის უწოდებენ, თუმცა არის შანსი, რომ ეს ნაწლავების სიმსივნე იყოს.

რაც შეეხება სისხლს შარდში, პოტენციური და ნაკლებად საშიში მიზეზი საშარდე გზების ინფექცია, მეორე მხრივ კი – თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე.

8. სათესლე ჯირკვლების ცვლილებები

თუ სათესლე ჯირკვლების შესივებას ან იქ კვანძებს შენიშნავთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ უმტკივნეულო კვანძი სათესლე ჯირკვლების სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ნიშანია.

კაცები ზოგჯერ მუცლის ან სათესლეების არეში სიმძიმესა და დისკომფორტს გრძნობენ, მაგრამ ამის უკან მრავალი ფაქტორი შეიძლება იდგეს. ექიმი ულტრაბგერით გამოკვლევას ჩაგიტარებთ და არსებულ პრობლემას გამოავლენს.

9. ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის გაძნელება ხშირია გაციების ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, ან ზოგჯერ ეს კონკრეტული მედიკამენტის უკუჩვენებაცაა. თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ მიდის, მით უმეტეს, როცა საამისოდ პრეპარატსაც იღებთ, მიმართეთ სპეციალისტს.

ყლაპვის გაძნელება ყელის ან საყლაპავი მილის სიმსივნეზეც მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდგომარეობა არ უმჯობესდება. შესაბამისად, ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

10. არამენსტრუალური ვაგინალური სისხლდენა

ვაგინალური სისხლდენა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს არ უკავშირდება, შეიძლება ფიბროიდებმა, ანუ კეთილთვისებიანმა წანაზარდებმა, ასევე, კონტრაცეპტივების მიღებამაც გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, აუცილებლად გამოსაკვლევია მიზეზები, თუ სისხლი სქესობრივი კავშირის შემდეგ მოგდით ან სისხლიანი გამონადენი აღგენიშნებათ.

ამის განმაპირობებელი პოტენციური გართულება ვაგინის, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეა, რაც სამედიცინო შესწავლას საჭიროებს.

სხვა საყურადღებო ხანგრძლივ სიმპტომებს შორისაა:

დაღლილობაწონის კლებამაღალი ტემპერატურაპირის ღრუს პრობლემებიგულძმარვადისპეპსია (მოუნელებლობა)

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვის ხანგრძლივი გამოუცხადებლობა შესაძლოა, მისი რეგისტრაციის შეჩერებისა და საბოლოოდ ბაღიდან ამორიცხვის მიზეზი გახდეს. თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესი არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი კონკრეტული რაოდენობის გაცდენის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

3 ლოცვა ღვთის შეწევნისა და სურვილის ასრულებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

3 ლოცვა ღვთის შეწევნისა და სურვილის ასრულებისთვის: წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის...

დაწვრილებითDetails

რამდენად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014...

დაწვრილებითDetails

სტიპენდია 500 ლარიდან 2000 ლარამდე – სად და რამდენით ფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის ადგილობრივი სტიპენდიის პროგრამა მოქმედებს. მოცემულია იმ მუნიციპალიტეტების ნაწილი, სადაც 2026 წლის ბიუჯეტითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით წარჩინებული სტუდენტებისთვის მუნიციპალური სტიპენდიაა გათვალისწინებული: ქობულეთი - 500 ლარი...

დაწვრილებითDetails

“დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია” – პროკურატურა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. "სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

10 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

10 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა. ილია ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"