LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის – SJC

დაპოსტა 2026/10/07-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივად აფასებს: “ეს ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის”- წერს SJC.

ორგანიზაციის განმარტებით, პარტიების აკრძალვის უკიდურესი ზომა ინდივიდუალურ და მყარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის არგუმენტაცია პოლიტიკურ შეფასებებსა და პრობლემურ განზოგადებებზეა აგებული.

„2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ რიგით მესამე კონსტიტუციური სარჩელი შეიტანეს. სარჩელით მოთხოვნილია 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა და მათი რეგისტრაციის გაუქმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ პროცესს სამართლებრივად აფასებს და აანალიზებს, რამდენად შეესაბამება პარტიების აკრძალვის მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებს.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური მექანიზმი დემოკრატიის დაცვის უკიდურესი საშუალებაა და მისი გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, მკაფიო, კონკრეტული და მტკიცებულებებით გამყარებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს;

„ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელ 1 წელიწადში საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შეფასებას და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთმანეთთან თანამშრომლობის, ბოიკოტის, არჩევნების შედეგების არაღიარებისა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ისეთ ქმედებებს, რომელთა კონსტიტუციით განსაზღვრულ აკრძალვის საფუძვლებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად პრობლემურია;

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთიან ანტიკონსტიტუციურ პროექტად წარმოდგენა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ თითოეული მათგანის მიმართ კონკრეტული ქმედების, მიზნისა და რეალური საფრთხის არსებობა, ასევე ამ საფრთხეების საპირწონედ მათი აკრძალვის პროპორციულობა, დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს;

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პერსპექტივა ვერ განიხილება იმ პოლიტიკური და ინსტიტუციური კონტექსტისგან განცალკევებით, რომელშიც მათი ინიცირება ხდება;

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სივრცე მუდმივად ვიწროვდება, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მზარდი ზეწოლის პირობებში მოქმედებენ, ხოლო ადამიანის უფლებებით დაცული სივრცე სწრაფად და დრამატულად მცირდება, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციირება ქმნის რეალურ რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადება ვრცლად.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს პასუხობს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

"მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი". - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო – მარტა კოსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება....

დაწვრილებითDetails

მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ბირთვული მასალის გაყიდვას ცდილობდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
საქართველოში ბირთვული მასალის გაყიდვას ცდილობდნენ – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

გაქურდულია ორი ბინა, წაღებულია ძვირფასეულობა და ტექნიკა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა ბასრი საგნით ერთი პირი დაჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშეკალაპარკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად, ბასრი საგნის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

ბაგრატის რაძარში ქუთაისის მფარველ “პალიასტომის” ღვთისმშობლის ხატს დააბრძანებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ბაგრატის რაძარში ქუთაისის მფარველ “პალიასტომის” ღვთისმშობლის ხატს დააბრძანებენ
მთავარი

11 ოქტომბერს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან დილის 9 საათზე გამობრძანდება ქუთაისის მფარველი “პალიასტომის" ღვთისმშობლის ხატიქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში, სადაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე შეასრულებს საღმრთო ლიტურგიას და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"