LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 166 ფაქტი გამოვლინდა

დაპოსტა 2026/10/05-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

„2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 285 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 220, კახეთში – 193, იმერეთში – 166, სამცხე-ჯავახეთში – 89, გურიაში – 57, ქვემო ქართლში – 56, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 50, შიდა ქართლში – 42, მცხეთა-მთიანეთში კი – 38.

7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამიღეს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ამოღებული ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი აღიკვეთა

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის...

დაწვრილებითDetails

ამ თვეში უნდა დანიშნულიყო – ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ამ თვეში უნდა დანიშნულიყო – ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
მთავარი

28 წლის გოგო, ანი (ასმათ) გაზდელიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.   ახლობლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სწრაფმავალი სიმსივნეა.   „ასეთი ლამაზი მიცვალებული მე არ მინახავს, ვუყურებდი და თვალს ვერ...

დაწვრილებითDetails

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. გადაწყვეტილებები სწრაფად, მაგრამ გააზრებულად მიიღეთ.   კურო   სტაბილური დღე გელით. ფინანსურ საკითხებში წარმატებას სიფრთხილე მოგიტანთ.   ტყუპები   მნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება გელით. ყურადღებით...

დაწვრილებითDetails

5 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +20,...

დაწვრილებითDetails

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მანქანის სახურავზე აძვრა და...

დაწვრილებითDetails

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის  ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მთავარი

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.  ...

დაწვრილებითDetails

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"