პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს.
პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „პირველებს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი უყვება. პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილის მამიდა „პირველებთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქმის გარემოებებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი პენიტენციური დაწესებულების ვერსიას – სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.










