გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი.
ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა.
ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი როგორც „პუშკინა“, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
გიოს შემოქმედებითი გზა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქუთაისის საკლუბო კულტურასთან, კლუბებთან Bude და Reflector. მისი მუსიკალური გემოვნება House-ისა და ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა. წლების განმავლობაში ის მონაწილეობდა არაერთ მუსიკალურ ღონისძიებაში, როგორც ქუთაისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გიო დალაქიშვილმა თავისი მუსიკალური საქმიანობით თავისი დიდი კვალი დატოვა იმ ელექტრონულ მუსიკალურ სივრცეში, რომლის განვითარებაშიც ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
მისი მუსიკა და გამოსვლები დარჩება ქალაქის საკლუბო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.
,,მეგა ტვ” წუხს ამ მძიმე დანაკლისის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ქალაქს.










