ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე
“ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს.
ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, განათლებას და მომავალი თაობების აღზრდას. იყო ჩვენი სკოლის ტრადიციებისა და ღირებულებების ერთგული გამგრძელებელი, კოლეგებისთვის ღირსეული მეგობარი, მოსწავლეებისთვის კი საყვარელი და პატივსაცემი მასწავლებელი.
ძნელია დღეს მისი წარსულში მოხსენიება…
მისი სიკეთე, ადამიანობა და ღვაწლი მუდამ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიასა და მრავალი თაობის გულში.
მშვიდად განისვენე, ბატონო თემურ.
უფალმა კეთილი სული დაგიმკვიდროს მართალთა შორის.
ნათელი და მარადიული იყოს შენი ხსოვნა!” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.