LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია

ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით … ამაზე მეტი კაცს რა უნდა გამიკეთონ … ” – რას ყვება მსჯავრდადებული

დაპოსტა 2026/10/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს –  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს –  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.

გიორგი დავითაძე, რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის,  ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც  მეექვსე პენიტენცირი დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა.

ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის ხმა არისო, – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – “მოტყ…ლს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს კვარაცხელიას (ბადრაგი)საჩივრის მერე, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანი რომლემაც იხმარა”, – ამბობს პატიმარი. 

სკანდალური ჩვენების შემდეგ მსჯავრდებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულები.  მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს  და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.  პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

პატიმრის ოჯახი ბადრაგების გარდა  №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის დასჯასაც ითხოვს. გიორგი დავითაძის დედა ამბობს, რომ სწორედ შოთა ტრაპაიძეა ყველაზე დიდი მოძალადე.

რაც მე დღეს მოვისმინე, ეს არის შოკისმომგვრელი, თუ რა ხდება ციხეებში და კერძოდ მეექვსე პენინენციურში. მისი დირექტორი ტრაპაიძე, რომელიც არის მოძალადე. ეს პირველი შემთვევა არ არის ამ ციხიდან, მე მივიძიე მასალები წინა წლებშიც, თუ რას სჩადის ეს არაკაცი ტრაპაიძე (სხვა პატიმრებსი მიმართ). მოვითხოვ მის გათავისუფლებას, მოხსნან და მოაშორონ ეს არაადამიანები. მათ შორის გიორგი კვარაცხელია, ერთ-ერთი ბადრაგი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი მოძალადე. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველას გიორგის გვერდით არ დავსვამ ყველა ცრუ მოწმეს, ტრპაიძეს კი ციხეში არ ჩავსვამ”, – ამბობს პატიმრის დედა ირმა დავითაძე.  

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს კვადროციკლი მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პენიტენციური სამსახური აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დავითაძის...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

მარნეულში 13 წლის გოგომ ტყუპებზე იმშობიარა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მთავარი

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის...

დაწვრილებითDetails

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"