სპეცოპერაცია თბილისში – რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა.
თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა.
TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინიდან.
მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. 30 წლამდე კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოტავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.
როგორც ტვ პირველს ადგილზე უთხრეს რომ, ეს კორპუსი ყურადღების ეპიცენტრში მანამდეც არაერთხელ მოქცეულა. ხალხი ამბობს, რომ მკვლელ ნარკოტიკებს ნარკორეალიზატორები სადარბაზოებში, მრიცხველებსა და კიბის მოაჯირებზე ტოვებს.










