LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

დაპოსტა 2026/09/24-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან მიმართებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, მიმართავს ექსპერტიზას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე.

21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ აღნიშნულ სამუშაოებს, რომლებიც ექსპერტების ზედამხედველობით განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის მიერ შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შესაბამისი უწყებების სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა https://youtu.be/udYp7BLTS24?t=779  

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,...

დაწვრილებითDetails

სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.   ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, მათი სურვილი სკოლის დახურვის შემდეგ ბავშვები თერნალში არსებული პროფესიული კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. პოსტს სოციალირ ქსელში ეკა მახარაშვილი აქვეყნებს: ,,წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"