ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა.
“ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 20 წლის გოგო დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს.
გოგონა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ფლობელმა ის საცხოვრებელ სახლში გააუპატიურა.
საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელმა კორპორატიული ღონისძიების შემდეგ თანამშრომლებს საცხოვრებელ სახლებში დატოვება შესთავაზა – მას შემდეგ, რაც ყველა სახლებში მიიყვანა და მხოლოდ 20 წლის გოგო დარჩა მანქანაში, ის სახლში მოტყუებით აიყვანა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.
საგამოძიებო უწყებას მომხდარიდან მალევე მიმართა სპორტსმენმა გოგონამ, რის შემდეგაც თირქეთის მოქალაქეს ხელბორკილები დაადეს.
როგორც ადვოკატი ამბობს, 9 თვის განმავლობაში ბრალდებულმა არაერთხელ შემოუთვალა 20 წლის გოგოს, რომ მილიონ ნახევარს გადაუხდიდა, თუ ის საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა. გარდა ამისა უფლებადამცველი ამბობს, რომ დაზარალებული არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ზეწოლის მხვერპლი.










