LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე პტოკურატურამ ექიმს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/09/22-ში
A A
699
ნახვა
გაზიარება

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა – ის გენერალურ პროკურორთან  შეხვედრას ითხოვს.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე- საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის – გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.

გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.
საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა – ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა – ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი – ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი – ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

ამავდროულად, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ექთანმა – თეა ბეგიაშვილმა გააყალბა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, სადაც მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, ხოლო რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.

როგორც აღვნიშნეთ, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, კერძოდ:

2023 წლის 23 იანვარს, შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციის განყოფილების უფროს ექთანს – თეა ბეგიაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2024 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თეა ბეგიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი ძალაში დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოებში.

ამავე საქმეზე, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსს – ქეთევან ცერცვაძეს, ხოლო 2025 წლის 6 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქეთევან ცერცვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის – გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

ასევე, 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს – ქეთევან ლობჟანიძეს, ხოლო 2026 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის – გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და ქეთევან ლობჟანიძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

გაზიარება280

დაკავშირებული -პოსტები

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა
მთავარი

სოციალურ ქსელში მოზარდის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. „დედა ღვთისმშობლის შობას წავიდა თავის დედიკოსთან! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზო“, - წერს ოჯახის ახლობელი. მისივე ინფორმაციით, გოგონას ტვინსა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"