LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახა კალაძე

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

დაპოსტა 2026/09/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია – ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ.

“ქართული ოცნების” ლიდერი “პირველების” კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას.  კალაძე ირწმუნება, რომ პასუხისმგებლობას არავინ გაექცევა და დამნაშავის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.

თბილისის მერი დღეს მედიასთან ასევე ირწმუნებოდა, რომ არცერთი პროდიქტი ბაგა-ბაღებში ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შედის.

პირველ რიგში, მინდა ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მე მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, იმიტომ, რომ, ყველა მშობელი ვართ და თითოეულუი ჩვენგანისთვის, ბავშვები არის განსაკუთრებული. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა – მზრუნველობა ბავშვებზე. დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული, ეს იქნებოდა არასწორი. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას და შედეგად, რა თქმა უუნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ბაღებში 60 000-ზე მეტი აღსაზრდელი გვყავს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საუბარია 50 თუ 100 ბავშვზე, ერთი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა იქნებოდა, თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებნლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები.

დაველოდოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას”.- აცხადებს თბილისის მერი. 

კახა კალაძე ამბობს, რომ ბაგა-ბაღებში კვებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული. “ოცნების” ლიდერის თქმით, გამარჯვებული კომპანიები ვალდებულები იყვნენ ლაბორატორიის მიერ შემოწმებული შესაბამისი ოქმები წარმოედგინათ ყველა პროდუქტზე.

“დაველოდოთ საგამოძიებოს, თუ სად იყო პრობლემა, თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რაიმე შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება”, – ამბობს კალაძე.

ჯერ უნდა გავიგოთ რა არის მიზეზი, შემდეგ ამას ჩვენი მხრიდან ექნება შესაბამისი რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყველა დეტალი ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. მე მინდა ჯაჭვი გაჩვენეოთ, როგორ არის ეს აწყობილი – კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტო, შესაბამისად, როდესაც გვყავს გამარჯვებული კომპანიები, ფორმდება მათთან ხელშეკრულება და ისინი ვალდებულნი არიან, როდესაც პროდუქტის წარმოდგენას ახორციელებენ, წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმებული შესაბამისი ოქმები ყველა პროდუქტზე. ამიტომ ვამბობ,  დაველოდოთ საგამოძიებოს, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ის გამომწვევი მიზეზები და რა თქმა უნდა, მე თქვენთვის არაფერი დამიმალავს, გამოვიდვარ, ყვეალფერზე ღიად ვსაუბრობ. არცერთ პრობლემებს გავურბივარ არც პასუხისმგებლობას. თუ არის  ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რაიმე შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება და ეს ცნობილი იქნება საზოგადოებისთის”, – განაცხადა კალაძემ. 

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი – რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.

ინტოქსიკაციის გამო “პირველების” ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა: 

  • 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ტექნიკის მაღაზიიდან ძვირად ღირებული ტექნიკა მოიპარეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირად ღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.   გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.   თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“...

დაწვრილებითDetails

ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

თბილისის N72-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ილია, საოცარი ბიჭი, ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! ვიზიარებთ ოჯახის ტრაგედიას და გამძლეობას ვუსურვებთ“,- წერს სკოლა.

დაწვრილებითDetails

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელოდება. საქმეში ინიციატივის გამოჩენა შედეგს მოგიტანს, თუმცა კამათს მოერიდე. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს. პირად ურთიერთობაში...

დაწვრილებითDetails

19 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"