გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება
განვმარტავთ,რომ მედიაკომპანია “მთავარის” გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ა(ა) იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების” N 4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მოწამვლის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულ საბავშვო ბაგა-ბაღსა და გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის ,,მთავარი” წყაროზე დაყრდონით წერს რომ, წყალტუბოში ბავშვი მოიწამლნენ საბავშვო ბაღში. როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, მათ ინფორმაცია ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა.
“წყალტუბოს #4 საბავშვო ბაღშიც დაფიქსირდა ათზე მეტი ბავშვის პირღებინება და მუცლის ტკივილი” – მიწერა მან ანონიმურობის დაცვის პირობით ,,მთავარს”. ქალის თქმით, მის შვილსაც იგივე სიმპტომები – ღებინება და მუცლის ტკივილი – აღენიშნებოდა, რაც კლინიკებში გადაყვანილ დანარჩენ მცირეწლოვანებს.









