LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

დაპოსტა 2026/09/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც.

„თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

თავის დროზე ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისთვის, რომ ეღიარებინა კონსტიტუციური წყობილება, თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ამ შინაარსისა, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო და ჩვენი არგუმენტებიც იქნება საჯაროდ წარდგენილი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე.

რაც შეეხება იმას, როდის დასრულდება განხილვა, ეს არის სასამართლოზე დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია 9 თვე არ გაგრძელდეს, სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: კიდევ დაემატება თუ არა რომელიმე პარტია სარჩელს, კობახიძის თქმით, „ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის“.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ირაკლი კობახიძე ლილუაშვილზე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ილაპარაკოს რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე...

დაწვრილებითDetails

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი...

დაწვრილებითDetails

„ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს… ვერ გამოძვრება!“ – რას წერს 17 წლის დავით ნარიმანიძის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ნარიმანიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისი დეიდა, მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს  – დაკავებულია 10 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კაცი თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა, მანამდე მან 6 იმიტირებული ნივთი დაალობმარდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
კაცი თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა, მანამდე მან 6 იმიტირებული ნივთი დაალობმარდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს...

დაწვრილებითDetails

რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ წერს, ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ „ფორდის“ ავტომობილს შეეჯახა, ხოლო მეორე გაჩერებულ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, 1 მანქანა კი მოიპარა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9...

დაწვრილებითDetails

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. სიყვარულში მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს.   კურო   ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხში სასიამოვნო სიახლე ან მცირე წარმატება შეიძლება გქონდეთ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"