LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

დაპოსტა 2026/09/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძეც.

მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებულის, ანუ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია წერილობით წარადგინა, სადაც უწყების წარმომადგენელი უთითებდა, რომ წინააღმდეგი არის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს ზიანის ანაზღაურებით.

ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. განაჩენის თანახმად, მას უნდა ჩამორთმეოდა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

რაც შეეხებათ ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, მათ საქალაქო სასამართლოს განაჩენით 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. კერძოდ კი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ახლადანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელი და საბოლოოდ, სამივე მსჯვარდებულს მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა ძალაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 6 წლის ვადით, რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მთავარი

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედრაცია ავრცელებს. "მარიამ მიქაძე - საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე გოგონათა შორის! მარიამმა, ელვისებურ ჭადრაკშიც იმარჯვა 9-იდან 8 ქულით...

დაწვრილებითDetails

დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს C ჰეპატიტი დადასტურებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიდიან და მკურნალობას არ იტარებენ – ზაზა ლომინაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს. როგორც ლომინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 80 ათასზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განკურნებულია. მისივე...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ – გელა გელაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ აღნიშნა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ...

დაწვრილებითDetails

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"