ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა – ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედრაცია ავრცელებს.
“მარიამ მიქაძე – საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე გოგონათა შორის!
მარიამმა, ელვისებურ ჭადრაკშიც იმარჯვა 9-იდან 8 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ის ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, გიორგი მენაბდე გახლავთ!
აღსანიშნავია, რომ მარიამი 8 წლიან გოგონებში 2026 წლის საქართველოს ჩემპიონია – სამ დისციპლინაში: კლასიკური, სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი!
ვულოცავთ მარიამს, მის მწვრთნელს და ქუთაისის საჭადრაკო სკოლას ამ დიდ წარმატებას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
📰 გააგრძელე კითხვა...