LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული – ადვოკატი

იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული – ადვოკატი

დაპოსტა 2026/09/10-ში
A A
327
ნახვა
გაზიარება

ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით – დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული, – ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ამოღებულია 46 ტელეფონი, რომელიც არის შესწავლილი. მისი თქმით, მასალების შესწავლიდან გამომდინარე ვერ მოიპოვეს ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაამტკიცებდა ნია იმნაძის მხრიდან წაქეზებას.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ნია იმნაძის წინააღმდეგ მტკიცებულება არ დევს, შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, „დღევანდელი მდგომარეობით ეიმედება სასამართლო იმ მხრივ, რომ არასრულწლოვანის უკანონო მსჯავრდების შესაძლებლობას არ მისცემს“.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ მიიღო „კრიტიკულად არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებები“ და მოახდინა უდანაშაულო პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

„მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს, ირიბს, თუ პირდაპირს, რაც დაკავშირებული იქნებოდა მაგალითად შემდეგთან – „ჩაარტყი“, „მოკალი“, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა. არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს – რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა ნია იმნაძის (წაქეზება). არც ირიბი და არც პირდაპირი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. საზოგადოებაში გავრცელებული მიმოწერებიდან ნათლად დგინდება, თუ რა იყო ნია იმნაძის გასაჭირი. ნია იმნაძის გასაჭირთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები ვინ, რანაირად და როგორ მიიღო ეს სასამართლოს კვლევის საგანია, რასთან კავშირი ნია იმნაძეს არც ნებელობით და არც სიტყვით არ ჰქონია. ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

გიგა ავალიანთან დაკავშირებულ ურთიერთობასთან მიმართებაში ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გიგა ავალიანი რაიმე სახის ფორმით დაკავშირებული იყო პედოფილიასთან. ეს ჩვენი მხრიდან არასდროს თქმულა და ეს იყო ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადება – როდესაც აღკვეთის სხდომიდან გამოვიდა, გაბაშვილი წარმოგიდგინათ საზოგადოებას, როგორც პედოფილიასთან მებრძოლი პიროვნება და აღნიშნულზე ირიბად აღნიშნა თავისი მტკიცება ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, ნია იმნაძემ, რა და როგორ უთხრა(მის შეყვარებულს) გაბაშვილს, ამის თაობაზე გამოძიების მონაცემებზე ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნია იმნაძე უსაფუძვლოდ არის დაკავებული და რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, წაქეზების ბრალდებას დაამტკიცებდა. ნია იმნაძემ რომ არაფერი არ იცოდა, დასტურდება საჯაროდ გავრცელებული გაბაშვილის მიმოწერებიდან, სადაც დგინდება, რომ გაბაშვილი და ნიას ირგვლივ არსებული ყველა პიროვნება ნიას უმალავს ინფორმაციებს, თუ რა სახის დანაშაული შეიძლება არსებობდა. ამ ყველაფერზე ნიას არ აქვს ცოდნა. პროკურატურამ იმოქმედა უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

მედიის კითხვაზე, თუ მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ რატომ დააკავეს ნია იმნაძე, ადვოკატის განმარტებით, ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია, ხოლო რატომ მოხდა იმნაძის დაკავება, ეს პროკურორს, ქეთევან სონიძეს უნდა ვკითხოთ. გიორგი ლეკიშვილის თქმით, ნია იმნაძის წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს.

„არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის წინააღმდეგ – არც ჩვენება, არც SMS, არანაირი სახის მტკიცებულება. დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის განწირულია, რა თქმა უნდა, ის განწირულია. საქმეში არაფერი არ დევს“, – განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება ალექსანდრე გაბაშვილის დაკავშირებას გარკვეულ დაჯგუფებებთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამის შესახებ ნია იმნაძემ არაფერი იცოდა და ყველაფერი პროკურატურის ბრიფინგიდან გაიგო.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

გაზიარება131

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"