LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, გაბრიელის სახელის გამოყენება – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დაპოსტა 2026/09/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბდა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.

„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.

შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.

ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე, რომლის კომენტარსაც „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა
მთავარი

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად...

დაწვრილებითDetails

წერილი დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს კითხვები ღარიბაშვილ-ლილუაშვილთან აქვთ

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს ციხეში წერილებს უგზავნის. წლების წინ,  საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი პროგრამისტი ქალის ნათესავებს  კითხვები ირაკლი ღარიბაშვილთან და გრიგოლ ლილუაშვილთან აქვს. ერთი წლები პრემიერი იყო, მეორეს კი უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

შსს-მ სიმონიანის გინების გამო თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
შსს-მ სიმონიანის გინების გამო თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
მთავარი

საქმე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსი პროპაგანდისტების შეურაცხყოფის გამო - შსს-მ საქმის წარმოება სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მარგარიტა სიმონიანის გინების გამო დაიწყო. თორნიკე რაზმაძე განმარტავს, რომ აგვისტოში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც...

დაწვრილებითDetails

გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია მოხდა, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული იქნა საერთაშორისო კიბერთაღლითობის სქემაში მონაწილეობის ბრალდებით. 36 წლის ვებ-დეველოპერი ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარდგა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.   აშშ-ის გამომძიებლების...

დაწვრილებითDetails

აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
მთავარი

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.   შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.   დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ემიგრაციაში კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდას ზაურ (გიორგი) ფაჩუაშვილს— კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს, კარგ შვილს, კარგ...

დაწვრილებითDetails

იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.   უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო...

დაწვრილებითDetails

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად და ახლობლებთან მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

10 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"