ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (CCP) საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. CCP-ის „ინვესტიციები“ ყოველთვის დამანგრეველია და მიზნად ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ისახავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ ჰყიდის“, – წერს უილსონი X-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 8 სექტემბერს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 219.5 მილიონი დოლარით, ხოლო მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 123.5 მილიონი დოლარით.









