საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება.
“ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია “იტალფარმაკოსთან” – მედიკამენტ “ჯივინოსტატის” მწარმოებელ კომპანიასთან – საქართველოს მიერ ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს სასიხარულო, მორიგი ინფორმაცია. “ჯივინოსტატის” საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მედიკამენტი იქნება თბილისში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.










